შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთურქეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ქალაქ ბალიკესირში მდებარე ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, აფეთქების შედეგად არიან აგრეთვე დაშავებულებიც. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი ერლიკაიას განცხადებით, სულ მცირე ოთხი ადამიანია დაშავებული.

მომხდარს გამოეხმაურა აგრეთვე თურქეთის იუსტიციის მინისტრი ილმაზ თუნჩი, რომელმაც აღნიშნა, რომ გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაიწყო საქმის გამოძიება.

მომხდარის დეტალები უცნობია.

  მიწის მასის ჩამოშლის გამო რიკოთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი