ოთხშაბათი, იანვარი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემათურქეთმა და აზერბაიჯანმა, საქართველოს გავლით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება...

თურქეთმა და აზერბაიჯანმა, საქართველოს გავლით, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალი, გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს 33 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის საქართველოს გავლით მიწოდების შესახებ ახალ შეთანხმებას, რის შესახებაც, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარზე დაყრდნობით, სააგენტო Report-ი იტყობინება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაზი თურქეთს არსებული ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის მეშვეობით მიეწოდება. ბაირაქტარის ინფორმაციით, ხელშეკრულება ითვალისწინებს კასპიის ზღვაში მდებარე აფშერონის საბადოდან წელიწადში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 15 წლის განმავლობაში, კონტრაქტი 2029 წელს შევა ძალაში და 2040 წლამდე გაგრძელდება.

მისივე თქმით, გრძელვადიანი კონტრაქტებისა და დივერსიფიკაციის სტრატეგიის მეშვეობით, თურქეთი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გააგრძელებს საწვავის ფასების კონკურენტულ დონეზე მართვას.

Report-ის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს (EMRA) მონაცემებით, აზერბაიჯანმა გასული წლის იანვრიდან ოქტომბრამდე თურქეთში 9.8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტირება მოახდინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-იან ზრდას წარმოადგენს.

ამჟამად აზერბაიჯანი, რუსეთის შემდეგ თურქეთში, ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე ექსპორტიორია.

  მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალისთან შეხვედრის წინ: "ვიბრძოლებ ისე, რომ ყველას დაამახსოვრდეს"
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი