ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალი“თურმე ბავშვს სახლში ამწყვდევდნენ, იქ ჰქონიათ სიმინდი დაყრილი" - წალენჯიხაში მომხდარი დანაშაულის...

“თურმე ბავშვს სახლში ამწყვდევდნენ, იქ ჰქონიათ სიმინდი დაყრილი” – წალენჯიხაში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები

ამ დრომდე იძიებენ სამართალდამცავები წალენჯიხის ერთ- ერთ სოფელში მომხდარ ფაქტს. საქმე აღძრულია ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით და ამ უმძიმესი ბრალდებით დაკავებულია ბავშვის დედა და ბებია.

გამოძიების ინფორმაციით, 7 წლის ბავშვზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს და არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. მათთვის წაყენებული ბრალი 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნაცემი 7 წლის ბიჭუნა სახლიდან გაიქცა, მან ერთი კილომეტრი მარტო გაიარა და ამავე სოფელში მცხოვრებ თავისი მამის ბებიას, დიდ ბებიას მიმართა დახმარებისთვის.. სწორედ ბებიამ აცნობა პოლიციას მომხდარი და ძალოვნებმა ფაქტზე რეაგირება ოპერატიულა მოახდინეს.

საქმის ირგვლივ უკვე დაიკითხნენ ადამიანები, მათ შორის მოზარდი, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ბებიას და დედას ამხელს.

ჩვენი ინფორმაციით, პატარა ბიჭი დიდ ბებიასთან ერთად წალენჯიხის პოლიციაში თავად პოლიციელებმა გადაიყვანეს მანქანით, რის შემდეგ მას საექსპერტო ბიუროში წაიყვანენ და იქ ჩაუტარდება ექსპერტიზა. სწორედ ექსპერტიზით გაირკვევა რა სახის დაზიანებები ჰქონდა პატარა ბიჭუნას.

როგორც შევიტყვეთ, ბავშვის მშობლები გაშორებულები არიან, პატარა დედის მშობლების სახლში ცხოვრობდა წალენჯიხის ერთ- ერთ სოფელში.

მომხდარ ფაქტს ბუნებრივია დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხალხში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვს მამალი დასდევდა და კბენდა, მან კი ჯოხი ჩაარტყა მამალს და მოკლა, სწორედ ამის გამო დასაჯეს დედამ და ბებიამ ასე მწარედ არასრულწლოვანი.

როგორც ამბობენ, მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ნაკბენიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი რამდენიმე დღე დამწყვდეული ჰყავდათ საღორეში, რამდენად შეესაბამება ეს იმფორმაცია სიმართლეს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია დადიოდა თუ არა ეს დღეები ბავშვი სკოლაში და დავუკავშირდით იმ სკოლას, სადაც პატარა სწავლობდა. როგორც სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი ჩვენთან საუბარში ამბობს, პატარა ბიჭუნა სამშაბათს სკოლაში იყო და მას არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობოდა.

  მიწისძვრა საქართველოში: ეპიცენტრი ჩხოროწყუსთან ახლოს

“სამშაბათს იყო ჩვეულებრივად ბავშვი სკოლაში, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ბებიაც იქ იყო, მას დაყავდა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბებოსთან. ცუდი ურთიერთობა არ შემიმჩნევია. ზარი რომ დაირეკებოდა და გაკვეთილები დამთავრდებოდა, ბავშვი ბებიასთან მირბოდა, ჩაეხუტებოდა. არაფერი ცუდი არ შემიმჩნევია მართლა, სახლში რა ხდებოდა არ ვიცი. არც ის ყოფილა, რომ ბავშვი უხასიათოდ ყოფილიყო და რაიმე ეჭვი შემეტანა. ჩვეულებრივ დადიოდა სკოლაში, ერთადერთი ხშირად ავადობდა და ამის გამო უწევდა ზოგჯერ სკოლის გაცდენა. შიგადაშიგ აცდენდა გაკვეთილებს ავადმყოფობის გამო. ახლა აღდგომის დღეები იყო და სამშაბათს მოვიდა ჩვეულებრივად ბავშვი სკოლაში. სამი გაკვეთილის მერე ბებიამ ითხოვა ბავშვის გაშვება, სხვაგან მივდივართო და ბოლო ორი გაკვეთილი, მუსიკა და ინგლისური გაუცდა ამის გამო. ოთხშაბათს არ მოვიდა, ხუთშაბათს პირადად ველაპარაკე ბავშვის დედას, მან დარეკა და თქვა ბავშვი ფსიქოლოგთან მიმყავსო.

ცელქი ბავშვია თორემ დაუმორჩილებელი ბავშვი ნამდვილად არ არის. ყველა ბავშვს აქვს ისეთი სიცელქე, როგორც მას აქვს. სხვანაირად სამართავი იყო, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ გამჭირვებია”, ამბობს ჩვენთან საუბარში სკოლის დამრიგებელი და ჩვენს კითხვაზე, რატომ უნდა წაეყვანა დედას ბავშვი ფსიქოლოგთან, რა პრობლემები ჰქონდა მას, ასე პასუხობს:

“ცოტა ნერვიულიაო ამბობდა დედა, ამიტომ მიჰყავდა ფსიქოლოგთან, მაგრამ ამ ნერვიულობას სკოლაში ვერ ვამჩნევდით. ძალიან გონიერი ბავშვია და თავისებური ხასიათი ჰქონდა. გაკვეთილზე შეეძლო ამდგარიყო და ამხანაგთან მისულიყო, მე ვუთხარი ბაღში შეგიძლია ადგე და მერე აქეთ- იქით იარო, მაგრამ სკოლაში ეს არ შეიძლება-მეთქი, მერე მეტყოდა, მასწავლებელო არ ავდგები, რადგან გაკვეთილზე არ შეიძლება ადგომაო. სკოლიდან რომ გამოვდიოდი გაკვეთილების შემდეგ მანდატურმა მითხრა ხუთშაბათს ეს ამბავი.

 

წაიკითხეთ ასევე : “ბავშვს ჯოხი ჩაურტყამს მამლისთვის და მოუკლავს. ამის გამო სცემეს… საღორეში ჰყავდათ ჩაკეტილი” – არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს – საქმის ახალი დეტალები

 

იმ საღამოს დამირეკა ბავშვის დედამ და მითხრა ფსიქოლოგთან ვიყავითო, მაშინ თურმე ასეთი ამბავი იყო მომხდარი. დედა და ბებო წუხელ, საღამო ხანს დააკავეს. ამბობენ ბავშვმა მამალს ჩაარტყა ჯოხიო და ამის გამო დასაჯესო, მაგრამ არ ვიცი დეტალები. ბავშვის მამას არ ვიცნობ, როგორც ვიცი, ემიგრანტია და არ მინახავს პირადად. როგორც ვიცი, დაშორებულები ყოფილან. იმ ოჯახსაც ვიცნობ, ვინც განაცხადა პოლიციაში ეს ამბავი. ამ ბავშვის ბიძაშვილი იყო ჩემი მოსწავლე და კარგი ურთიერთობა მაქვს იმ ოჯახთანაც. რაფერი საეჭვო ამ ბავშვთან მიმართებით არ შემინიშნავს, სკოლის გარეთ რა ხდებოდა არ ვიცი”, – ამბობს ჩვენთან საუბარში კლასის დამრიგებელი.

  ცნობილია მეტროში დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს სკოლის დირექტორი. ისიც ადასტურებს, რომ სამშაბათს ბავშვი სკოლაში იყო.

“ჩვენი სკოლის მოსწავლეა, სამშაბათს იყო ეს ბავშვი სკოლაში, არდადეგები იყო აღდგომის და სამშაბათს ჩვეულებრივ სკოლაში მოვიდა, ყოველთვის ბებიას მოყავდა და მიყავდა. ბევრჯერ მინახავს გაკვეთილების დამთავრებამდეც რომ იქ ელოდებოდა, იქვე ახლოს ცხოვრობენ. დედა ბაღში მუშაობს. ზედაპირულად არაფერი არ ეტყობოდა ბავშვს ძალადობისო, მკითხრა დამრიგებელმა. მოძრავი ბავშვია. ეს ამბავი გავიგეთ ხუთშაბათს. სკოლიდან სამშაბათს ბებიამ წაიყვანა. ფსიქოლოგთან მიმყავსო მშობელს უთქვამს. ცელქი ბავშვია, ძალიან გონიერი, ჩვეულებრივი ნორმალური ბავშვია. ბავშვს უფრთხილდებოდნენ და ასე ვფიქრობდით, ერთი შვილი რომ ჰყავთ ამიტომ იქცევა ასეო… სრულად

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი