ინდური „Sresan Pharmaceuticals“ და 20 ბავშვის ტრაგედია — რას ვსვამთ საქართველოში?
ინდოეთში ხველების სიროფმა, სახელად Coldrif, უკვე 20 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოფიციალური ლაბორატორიული ანალიზებით დადგინდა, რომ სიროფი შეიცავდა დიეთილენგლიკოლს (DEG) — ინდუსტრიულ გამხსნელს, რომელიც თუნდაც მცირე დოზით სასიკვდილოა. ეს ტრაგედია მხოლოდ ინდოეთის პრობლემა არ არის. „Sresan Pharmaceuticals“-ის პროდუქცია, მათ შორის სიროფები და საკვები დანამატები, საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ამიტომ საჭიროა საზოგადოებამ იცოდეს: რა აწარმოებს ეს კომპანია, რა დარღვევებია გამოვლენილი და სად არის ხარისხის სერტიფიკატები.
„Sresan Pharmaceuticals“-ის პროდუქცია
ინდურ პლატფორმებზე დაფიქსირებულია, რომ კომპანია აწარმოებს 40-ზე მეტ პროდუქტს, მათ შორის:
❖ Coldrif Syrup – ხველების სიროფი (DEG-ით დაბინძურებული).
❖ Nimusan / Nimusan Plus – ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი.
❖ Albendazole (Benzole 400 mg) – ანტიპარაზიტული.
❖ Paracetamol-ის კომბინაციები.
❖ Herbal Child Growth Syrups.
❖ Protein Powders და Vitamin D3 (Calshel).
ანუ კომპანია ერთდროულად აწარმოებს როგორც მედიკამენტებს, ისე საკვები დანამატების მსგავს პროდუქტებს.
პარტნიორული წარმოება — ლეგიტიმური კითხვები
ფაქტია, რომ „Sresan Pharmaceuticals“ აწარმოებს არა მხოლოდ საკუთარ ბრენდირებულ პროდუქტებს, არამედ საკვები დანამატებს სხვა კომპანიებისთვისაც.ამით ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: საქართველოში გაყიდვაში არსებული საკვები დანამატები, მაგალითად „Herbal Healing“ (HerbalHealing.ge), რომელიც არუნის მიერ პოპულარიზდება — ხომ არ არის სწორედ „Sresan“-ის ქარხანაში წარმოებული?
ამაზე პასუხი არ ვიცით, რადგან არუნს არ გაუზიარებია ხარისხის სერტიფიკატები (GMP, CoA).
იგივე კითხვა ვრცელდება სხვა იმპორტიორებსა და ონლაინ აფთიაქებზე: ფარმაცევტული კომპანიები და დისტრიბუტორები — შეგიძლიათ წარმოადგინოთ ინდოეთიდან შემოტანილი პროდუქციის სერტიფიკატები?
ეს არ არის ბრალდება კონკრეტული პირის მიმართ — ეს არის მომხმარებლის კანონიერი უფლება იცოდეს, რომ პროდუქტი, რომელსაც სვამს, უსაფრთხოა.
GMP დარღვევები
ინდოეთის რეგულატორებმა ქარხანაში აღმოაჩინეს: ანტისანიტარიული პირობებიდოკუმენტაციის ხარვეზებიარასწორი ტესტირებაარაკვალიფიციური პერსონალიამიტომ ტამილ ნადუს შტატში კომპანიას ლიცენზია გაუუქმდა, ხოლო კერალამ და სხვა შტატებმა ყველა პროდუქტი აკრძალა.
Q&A – მომხმარებელთა კითხვები
რა არის DEG და რატომ არის საშიში?დიეთილენგლიკოლი ინდუსტრიული ქიმიკატია, რომელიც მცირე დოზითაც იწვევს თირკმლის უკმარისობასა და სიკვდილს.
რა უნდა მოვითხოვო აფთიაქში ან ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის ყიდვისას? ყოველთვის მოითხოვეთ:
• GMP სერტიფიკატი (ოფიციალური ქარხნის)
• CoA (პარტიის ლაბორატორიული ანალიზი)
რას ნიშნავს ეს საქართველოში?
საქართველოშიც იყიდება ინდური პროდუქტები. სანამ ვიყიდით სიროფს ან საკვებ დანამატს, უნდა ვიცოდეთ, რომ დოკუმენტურად დამტკიცებულია მისი უსაფრთხოება.
მეტი ინფორმაცია, სანდო მონაცემები და საკვები დანამატების დამოუკიდებელი შეფასება იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე: www.supplement.ge
გადმოწერე აპლიკაცია “შენი ექიმი” – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. sheniekimi.ge | ოფიციალური სამედიცინო საინფორმაციო პლატფორმა
პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD) — არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
COI დეკლარაცია (Conflict of Interest): ავტორს არ აქვს კომერციული ან ფინანსური დაინტერესება რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის მიმართ. სტატია მომზადებულია მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.
PS: მინდიდა მწარე სათაურის დაწერა, ღირსია … თავი შევიკავე
@highlight Giorgi Pkhakadze SheniEkimi.ge • შენი ექიმი SheniAmbebi.ge • შენი ამბები SheniGanatleba.ge • შენი განათლება SheniSofeli.ge • შენი სოფელი SheniSupra.ge • შენი სუფრა SheniSilamaze.ge • შენი სილამაზე SheniMedicina.ge • შენი მედიცინა სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.



