ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემათორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა – მედია

თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა – მედია

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა – ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარა თაიმსის“ ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რიჟვაძეები თურქეთიდან გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრნენ.
 წყაროების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმავე წყაროები აცხადებენ, რომ შემთხვევის შემდეგ მას ერთ თვალში ხედვა დაკარგული აქვს.
 „აჭარა თაიმსმა“ ასევე გაარკვია, რომ თორნიკე რიჟვაძის შვილები, რომლებიც ახლაც ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ბაზაში ირიცხებიან, სასწავლო პროცესში არ მონაწილეობენ. სკოლის დირექტორმა ქეთევან გვარჯალაძემ დაადასტურა, რომ მოსწავლეები სკოლაში არ ცხადდებიან, თუმცა აღნიშნა, რომ მათ კანონით განსაზღვრული 30-პროცენტიანი გაცდენის ლიმიტი ჯერჯერობით ამოწურული არ აქვთ.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ტემპერატურა კიდევ მოიმატებს - განახლებული ამინდის პროგნოზი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი