შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს - მკურნალობას ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს – მკურნალობას ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს, მკურნალობას ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტის გაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა შეაფასა.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, რიჟვაძე სტაბილურად მძიმეა, თუმცა შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა და მართვითი სუნთქვიდან ის მალე უნდა მოხსნას.

გულ-მკერდში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს.

თორნიკე რიჟვაძის, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა საგნებთან ერთად, ექსპერტიზა უტარდება იმ წერილსაც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა.

ალექსი ახვლედიანის სახლში მოხდა მისი იარაღიდან გასროლა – სასამართლომ ის, 30 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე, გუშინ, დღის ბოლოს, დარბაზიდან გაათავისუფლა. მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  „მამაჩემის ფოტოს ჩათიდან ჩათში დაატარებენ - რუსს, სამშობლოს მოღალატეს და რას აღარ ეძახიან... ცოტას ვიცნობ ისეთს, ვისაც შეიძლება მასზე ძალიან უყვარდეს სამშობლო“ - ანუკი კანკია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი