ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოთეირანში მოსახლეობა წვიმაში მჟავის სახიფათო მინარევების შესახებ გააფრთხილეს

თეირანში მოსახლეობა წვიმაში მჟავის სახიფათო მინარევების შესახებ გააფრთხილეს

ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იტყობინება, რომ შაბათს, თეირანის ნავთობის საბადოებზე, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად გამოწვეული ხანძარი კვირასაც გრძელდება. ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.

აალებადი მასალების დიდი რაოდენობის გამო, ამ ეტაპზე ხანძრის სრულად ჩაქრობა შეუძლებელია და არსებული საწვავის თანდათანობითი წვა უნდა მოხდეს, სანამ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული, იტყობინება სააგენტო “ფარსი“ ექსპერტებზე დაყრდნობით.

მასშტაბური ხანძრის შემდეგ, თეირანის მაცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ მჟავა და ტოქსიკური წვიმისგან თავი უნდა დაიცვან.

ირანის გარემოს დაცვის სააგენტომ კვირას განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ საწვავის საწყობებზე, ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, თეირანის ჰაერში გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების მნიშვნელოვანი რაოდენობა საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სასუნთქ ორგანოებს. სააგენტომ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი აარიდონ არასაჭირო გარე აქტივობებს და შეძლებისდაგვარად დარჩნენ სახლში.

  ლოს ანჯელესში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა - რა ხდება აშშ-ში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი