პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემათეირანმა „წინასწარ შეატყობინა, რომ თავდასხმა იგეგმებოდა მსხვერპლის შესამცირებლად“-The New York Times

თეირანმა „წინასწარ შეატყობინა, რომ თავდასხმა იგეგმებოდა მსხვერპლის შესამცირებლად“-The New York Times

ირანმა კატარში აშშ-ის საჰაერო ბაზაზე თავდასხმა კატარის ოფიციალურ პირებთან კოორდინაციით განახორციელა. ამის შესახებ The New York Times-ი იუწყება.

გაზეთის ცნობით, თეირანმა „წინასწარ შეატყობინა, რომ თავდასხმა იგეგმებოდა მსხვერპლის შესამცირებლად“.

ამ ინფორმაციის წყაროდ გამოცემა სამ ირანელ მაღალჩინოსანს ასახელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGCგანაცხადა, რომ კატარში მდებარე „ალ-უდეიდის“ საჰაერო ბაზაზე მძლავრი სარაკეტო იერიში მიიტანა. ეს თავდასხმა, IRGC-ის განცხადებით, ამერიკის მიერ ირანის „მშვიდობიან“ ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია.

  „თუ ასე არ მოხდა, საშინელი ანტისანიტარია დაისადგურებს ოპოზიციურ პოლიტიკურ და მედიაველზე“-ნიკა გვარამია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი