თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობაში ცეცხლი გაჩნდა, რომელშიც მაღაზიები იყო განთავსებული.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.