შაბათი, მაისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ლარად დაუკანონდა — როგორ მუშაობს პროგრამა...

თბილისში 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ლარად დაუკანონდა — როგორ მუშაობს პროგრამა და ვის შეუძლია სარგებლობა

თბილისის მერიამ კიდევ 30 ოჯახს სიმბოლურ ფასად — 1 ლარად საკუთრებაში გადასცა ის საცხოვრებელი ფართები, რომლებშიც წლებია ცხოვრობენ. ამჯერად, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გლდანის, ნაძალადევის, დიდუბისა და ვაკის რაიონებში მცხოვრებმა 30-მა ოჯახმა მიიღო.

დოკუმენტები მოქალაქეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა და აღნიშნა, რომ ქონების დაკანონების ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მერიის სოციალური პოლიტიკის ფარგლებში.

“ბოლო წლების განმავლობაში, ასობით მილიონი ლარის ქონება, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო, კერძო საკუთრებაში გადავიდა. ჩვენ განვაგრძობთ აღნიშნულ პროგრამას, რომელიც მართლაც წარმატებულია. გვინდა, ყველა ის ოჯახი, ადამიანი დავაკმაყოფილოთ, რომელიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობთ, დაგეხმარებიან და გეტყვიან, თუ რა დოკუმენტებია შესაგროვებელი იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოხდეს. დღეს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები 30 ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ვულოცავ მათ. რა თქმა უნდა, პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მსგავსი ოჯახი საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კალაძემ.

ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად, რაიონების გამგებლები, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგო ბირკაძე ესწრებოდნენ.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობენ მუნიციპალურ ან სახელმწიფო ბალანსზე არსებულ საცხოვრებელ ფართებში, თუმცა არ გააჩნიათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ უნდა მიმართონ საცხოვრებელი ადგილის შესაბამის გამგეობას და წარმოადგინონ დადგენილი დოკუმენტაცია.

მონაცემები პროგრამიდან:

  • პროგრამა 2017 წლიდან მოქმედებს;
  • დღეის მდგომარეობით, 3 300-ზე მეტ ოჯახს უკვე დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი;
  • მერიაში მოქალაქეთა ასობით განცხადება ეტაპობრივად განიხილება და დაკმაყოფილდება.

დედაქალაქის მერია კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად მიმართონ გამგეობებს, რათა აღნიშნული პროგრამით ისარგებლონ და წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები ოფიციალურად საკუთარი გახადონ.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  „უწყების შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მორიგი ცრუ შეტყობინების ფაქტზე“-სუს-ის კომენტარი აშშ-ის საელჩოს გაფრთხილებაზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი