თბილისში 17 წლის მოზარდი დაბადების დღეზე მოკლეს — ახალი დეტალები

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის ლოტკინის დასახლებაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის ახალი გარემოებები ვრცელდება. 17 წლის დათო ნარიმანიძე თანატოლებთან დაბადების დღის აღნიშვნისას გარდაიცვალა — ახალგაზრდა ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს.

ინფორმაციის თანახმად, ამ შეკრებაზე 10-მდე თანატოლი იყო თავმოყრილი. სუფრაზე სიტყვიერი კამათი ჩამოვარდა — ერთ-ერთი სადღეგრძელოს დროს 17 წლის ბიჭი ფეხზე არ წამოდგა, რამაც მწვავე დავა გამოიწვია. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თვითმხილველთა ცნობით, ბრალდებულმა დათო ნარიმანიძეს ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა — მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა პირველ რიგში ადგილი მიატოვა და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ოპერატიულად, ცხელ კვალზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

- Advertisement -
Ad imageAd image

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თბილისში 17 წლის მოზარდი დაბადების დღეზე მოკლეს — ახალი დეტალები. 10 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-17-წლის-მოზარდი-და/

გაუზიარეთ ეს სტატია