შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსთბილისში, ქმარმა ცოლი მოკლა

თბილისში, ქმარმა ცოლი მოკლა

ფემიციდის მორიგი შემთხვევა თბილისში – ინგოროყვას სახელობის კლინიკაში დღეს დილით 27 წლის ქალი შეიყვანეს, რომელსაც თითქმის მთელ სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს:

“მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. მაშინვე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ მალევე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. მთელ სხეულზე აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობები” ამბობს ექიმი.

დამატებითი დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით ქალს სასიკვდილო ჭრილობები ქმარმა მიაყენა. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.

 

  შსს კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თსუ-ს შენობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შტაბი იყო მოწყობილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი