შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემათბილისში ქირა გაიაფდა - რომელ უბნებში იქირავებთ ბინას ყველაზე ძვირად/იაფად

თბილისში ქირა გაიაფდა – რომელ უბნებში იქირავებთ ბინას ყველაზე ძვირად/იაფად

თბილისში საცხოვრებელი ბინების ქირა 5%-ით გაიაფდა, – აღნიშნულის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევიდან.

უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად 2025 წლის ივნისში 1 კვ.მ-ის ქირის ფასი საშუალოდ 9.4 დოლარი იყო, გასული წლის იმავე პერიოდში კი 9.9 დოლარი. რაც შეეხება თვის ჭრილში ფასის ცვლილებას, მაისთან შედარებით ქირა ივნისში მცირედით გაძვირდა. კერძოდ, მაისში 1 კვ.მ-ის ქირის ფასი 9.3 დოლარი იყო.

„2025 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში,1.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.4 აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.

სად იქირავებთ ბინას ყველაზე ძვირად და იაფად

 

უბნების მხრივ, დედაქალაქში ბინას ყველაზე ძვირად ვაკეში იქირავებთ, ხოლო ყველაზე იაფად სამგორში. უფრო კონკრეტულად, თბილისის სხვადასხვა ნაწილში ქირის ფასები კვ.მ-ზე ასე განისაზღვრებოდა:

  • მთაწმინდა – 12.7 დოლარი;
  • ვაკე – 14.2 დოლარი;
  • ჩუღურეთი – 9.5 დოლარი;
  • საბურთალო – 10.7 დოლარი;
  • კრწანისი – 9.6 დოლარი;
  • ისანი – 9.2 დოლარი;
  • დიდუბე – 9.4 დოლარი;
  • ნაძალადევი – 9 დოლარი;
  • სამგორი – 7.8 დოლარი;
  • დიდი დიღომი – 8 დოლარი;
  • გლდანი – 7.9 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი – 8.2 დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  გაკოტრების შემდეგ, როგორ იშოვა ხელმეორედ მილიონები თემურ კილაძემ?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი