საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში პირველად, 25-27 აპრილს, თბილისი საერთაშორისო ტურნირს — KETI CUP 2025 უმასპინძლებს. ტურნირი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ეგიდით ჩატარდება და მნიშნელოვან ეტაპს წარმოადგენს სპორტის ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარებისთვის.
თამაშები ორივე ოლიმპიურ დისციპლინაში — ინდივიდუალურ და ჯგუფურ ნომრებში გაიმართება, სადაც გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან.
16 ქვეყნის 400-მდე ტანმოვარჯიშე თბილისს ეწვევა, რაც ტურნირს მნიშვნელოვან საერთაშორისო მასშტაბს ანიჭებს. ეს ღონისძიება ერთდროულად მძლავრი პლატფორმაა როგორც ახალგაზრდა ტალანტებისთვის, ისე ქართველი ტანმოვარჯიშეების საერთაშორისო ასპარეზზე გამოსაჩენად.
ტურნირის მთავარი მსაჯი იქნება ელისო ბედოშვილი, ევროპის ტანვარჯიშის ტექნიკური კომიტეტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ტურნირს ორგანიზებას უწევს ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია, საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნულ ფედერაციასთან პარტნიორობით.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია