პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ილუმინაციები და კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა.

მანათობელი ბაგირები ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება, სადაც მიმდინარე სამუშაო პროცესს შპს “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

“თბილისის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო განათებების მოწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დავიწყეთ და დეკემბრის დასაწყისში დასრულდება”, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

სამონტაჟო სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები ასრულებენ.

  როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში საქართველოში🌧️
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი