შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსთბილისში „პრომო გოგონების“ მეშვეობით უცხოელ მამაკაცებს თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ და შეუსაბამოდ დიდ...

თბილისში „პრომო გოგონების“ მეშვეობით უცხოელ მამაკაცებს თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ და შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ – დაკავებულია 4 პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ტრე­ფი­კინ­გი­სა და უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 4 პირი და­ა­კა­ვეს.

შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.ხ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ო., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ბ. და 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.გ.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მე­ნე­ჯერს, თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა. კერ­ძოდ, ისი­ნი, „პრო­მო გო­გო­ნე­ბის“ მეშ­ვე­ო­ბით, ერთ-ერთი აპ­ლი­კა­ცი­ით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლად მყოფ უცხო­ელ მა­მა­კა­ცებს, რომ­ლებ­საც წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით თავს რეს­ტო­რან­ში აპა­ტი­ჟე­ბი­ნებ­დნენ. ამის შემ­დეგ, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მათ შეკ­ვე­თი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­უ­სა­ბა­მოდ დიდ თან­ხებს ახ­დე­ვი­ნებ­დნენ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ კი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ თან­ხას არ გა­და­იხ­დიდ­ნენ, მათ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას და ამ გზით ეუფ­ლე­ბოდ­ნენ ფულს.

გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-2 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  „უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდათ“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი