ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოების მიერ, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს ბრალდებულები.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობისა და მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან:

  • 1984 წელს დაბადებული ს.კ.
  • 1973 წელს დაბადებული კ.ხ. — წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი
  • 1992 წელს დაბადებული რ.ა. — წარსულში ნასამართლევი
  • 1990 წელს დაბადებული დ.ს. — წარსულში ნასამართლევი

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ნივთმტკიცებად ამოიღეს:

  • ალფა-პვპ
  • მეთადონი
  • ბუპრენორფინი

ბრალდებულთა მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის რამდენიმე ნაწილის ფარგლებში, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani#sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის „ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში სპეციალურ ფრენებს ნიშნავს - იხილეთ განრიგი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი