ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებითბილისში კონტროლიორის საშუალო ანაზღაურება 1 979 ლარს შეადგენს

თბილისში კონტროლიორის საშუალო ანაზღაურება 1 979 ლარს შეადგენს

დედაქალაქში 2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 215 კონტროლიორი იყო დასაქმებული, – ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მერიაში განმარტავენ, რომ ამავე პერიოდში კონტროლიორების შრომის ანაზღაურებაზე 2 127 332 ლარი გაიცა. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი კონტროლიორის თვიური ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის საშუალოდ 1 979 ლარის ფარგლებშია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთ თვეში 215-მა კონტროლიორმა ჯამში 42 761 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დაწერა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ჯამში იანვრიდან მაისის ჩათვლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 855 220 ლარი შეადგინა.

  სიყვარულის და ფულის მოსაზიდად ეს შელოცვა ჩურჩულით უნდა თქვათ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი