თბილისში, კაცი არასრულწლოვან შვილებს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული  ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, მათ მიერ შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ამ ეტაპზე, დაზარალებულები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრში არიან განთავსებულნი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თბილისში, კაცი არასრულწლოვან შვილებს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნას აიძულებდა. 24 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-კაცი-არასრულწლ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi