თბილისში ინტერპოლით ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს – მას ონლაინ კაზინოს ორგანიზებას ედავებიან

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისში სამართალდამცველებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს. აღნიშნული პირი ყაზახეთის მხარის მიერ 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა — ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ. პირადი მატერიალური სარგებლის მოტივით ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო აზარტულ საქმიანობას, ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და მართვას ეწეოდა. ადგილობრივი კანონმდებლობით მსგავსი ტიპის საქმიანობა აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება.

გარდა ამისა, სამართალდამცველების ინფორმაციით, ბრალდებულმა ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ მის საბანკო ანგარიშებზე შეტანილი დიდი ოდენობის თანხა უკანონოდ მიისაკუთრა.

ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები ხორციელდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში ინტერპოლით ძებნილი ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს – მას ონლაინ კაზინოს ორგანიზებას ედავებიან. 18 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-ინტერპოლით-ძებნ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi