თბილისში ბინები გაძვირდა – როგორია ფასები უბნების მიხედვით

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა. კერძოდ, „გალთ ენდ თაგარტის“ პუბლიკაციის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში 3 252 ბინა გაიყიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 222 შეადგინა.

კვლევის მიხედვით, საცხოვრებელი ბინების გაყიდვები გაიზარდა პირველად ბაზრებზე (1 693), ხოლო მეორად ბაზრებზე შემცირდა (1 559). ეს კი მაშინ, რომ გასული წლის აპრილში თბილისში პირველად ბაზარზე 1 446 ბინა გაიყიდა, მეორად ბაზრებზე კი 1776.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაყიდვებთან ერთად, გაზრდილია ფასიც. კერძოდ, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 332 დოლარი იყო, ხოლო 2024 წლის აპრილში 1 278 დოლარი.

უბნების მიხედვით, საცხოვრებელი ბინების ფასი 2025 წლის აპრილში მთაწმინდაზე იყო, ხოლო ყველაზე დაბალი – ვაშლიჯვარში, კერძოდ:
  • მთაწმინდა – 2900 დოლარი;
  • ვაკე – 2 544 დოლარი;
  • ჩუღურეთი – 1 766 დოლარი;
  • საბურთალო – 1558 დოლარი;
  • კრწანისი – 1 499 დოლარი;
  • ისანი – 1393 დოლარი;
  • დიდუბე – 1 359 დოლარი;
  • ნაძალადევი – 1 169 დოლარი;
  • სამგორი – 1 070 დოლარი;
  • დიდი დიღომი – 1 051 დოლარი;
  • გლდანი – 1 035 დოლარი;
  • ვაშლიჯვარი – 1 034 დოლარი.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში ბინები გაძვირდა – როგორია ფასები უბნების მიხედვით. 2 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-ბინები-გაძვირდა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi