თბილისში “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისში, მთაწმინდის პარკში, ,,ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

სახელმწიფო პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ 2010 წლიდან, „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა და მარნების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.

წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 170-მდე როგორც მცირე, საშუალო და დიდი მწარმოებლის 2024 წლის მოსავლის ღვინოები. ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და მას, ტრადიციულად, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები და მოყვარულები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
სტუმრობენ.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართა. 11 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-ახალი-ღვინის-ფე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T06:11:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi