20-21 სექტემბერს დედაქალაქში “თბილისობა 2025” გაიმართა. როგორც ყოველთვის ღონისძიება ტრადიციული მოტივებით მიმდინარეობდა.
შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვა და სიმღერა. ამასთან, გაიმართა საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას უამრავი ცნობილი ქართველი ესწრებოდა.