თბილისი ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს დედაქალაქად დასახელდა გერმანული სამოგზაურო გამოცემა Travelbook-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო Travelbook-ის Facebook-ისა და Instagram-ის 200 ათასზე მეტმა გამომწერმა, რომლებიც პასუხობდნენ კითხვაზე:
სად ისურვებდნენ მოგზაურობას და რომელია ევროპის ყველაზე ლამაზი დედაქალაქი?
გამოკითხვის შედეგად ევროპის ულამაზეს დედაქალაქებად დასახელდნენ:
თბილისი, რომი, ვენა, ლისაბონი, პარიზი, პრაღა, სტოკჰოლმი, კოპენჰაგენი, ლონდონი, ამსტერდამი, ტალინი, ვალეტა, მადრიდი და ათენი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია