თბილისში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით, მიმდინარეობს საერთაშორისო საქმიანი ტურიზმის მასშტაბური ღონისძიება — B2B Summit by Tarifa.
ორდღიანი სამიტის ფარგლებში, თბილისს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო ბაიერი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40-მდე ქართული სერვისის მიმწოდებელი კომპანია.
სამიტის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს მასპინძლობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია ომიაძე. B2B Summit by Tarifa-ზე მონაწილე თითოეულ სერვისის მიმწოდებელს გარანტირებულად 40-მდე B2B შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
„ორი დღის განმავლობაში, სამიტის ფარგლებში, ქართული ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ერთად შეხვედრებს გამართავენ. სამიტის მონაწილეები ძირითად პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან არიან ჩამოსულები, რომ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ ბაზარს და შეიძინონ ბიზნეს პარტნიორები და საქართველოში ბევრად მეტი ბიზნეს ღონისძიება გამართონ“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ღონისძიების ფარგლებში, უცხოელი მონაწილეებისთვის დაგეგმილია:
- გაცნობითი ტურები საქართველოს ტურისტულ ლოკაციებზე
- სასტუმროებისა და ღონისძიების სივრცეების ინსპექტირება
- საქართველოს საქმიან ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან გაცნობა
„ჩვენ დავაორგანიზეთ ეს სამიტი, რადგან საქართველოს მიმართულებით ძალიან ბევრი პირდაპირი ავიარეისი სრულდება პოლონეთიდან. ამ ღონისძიებისთვის გადავწყვიტეთ პოლონეთიდან, ასევე ევროპის სხვა ქვეყნიდან და ჩინეთიდან „ბაიერები“ ჩამოგვეყვანა, რომ ამ მიმართულებას, საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გასცნობოდნენ, სადაც შესაძლებელია მსხვილი ღონისძიებების გამართვა და ხალხის ჩამოყვანა ბიზნეს შეხვედრებისთვის. ვფიქრობ სერვისის მომწოდებლები მოხარულები არიან ბაიერებთან შეხვედრებით და იმ ტურებით, რომელიც დაგეგმილია“-განაცხადა Tartifa კონგრესის ხელმძღვანელმა მაჩიეჟ ვოიჩჟიკმა.
კომპანია Tarifa უკვე 25 წელია წარმატებით მუშაობს საერთაშორისო შეხვედრების ინდუსტრიაშიდა ახორციელებს მსხვილ კონგრესებს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია