29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს წიგნის მოყვარულებს, მკითხველებსა და ლიტერატურულ ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს. ტრადიციულად, ღონისძიების მთავარი ლოკაცია იქნება „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი, სადაც დამთვალიერებლებს დილის 11:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შეეძლებათ ფესტივალის პროგრამაში ჩართულობა.