თბილისის შემოგარენში კერძო სახლების ღირებულება $300 000-დან იწყება – Mycorner.ge

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის შემოგარენში, კერძო სახლების ღირებულება საქართველოში საშუალოდ 300 000 დოლარიდან იწყება, – ამის შესახებ კომპანია Mycorner.ge-ის დამფუძნებელი თამუნა წოწორია BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, სარეალიზაციო ბინები მრავალი კრიტერიუმით ფასდება, მათ შორის ლოკაციით, ხედებით, მიწის ფართობითა და ინფრასტრუქტურით. შესაბამისად, უძრავი ქონების ღირებულება ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით იზრდება.

“ნორმალური კერძო სახლის შეძენა საშუალოდ 300 000 დოლარიდან იწყება და ჩვენს პორტფელში გვაქვს 2 მილიონ დოლარზე ასული სახლიც. ძალიან დიდი სხვაობაა ფასებს შორის, რადგან კერძო სახლები მრავალ კრიტერიუმზეა დამოკიდებული“, – ამბობს წოწორია.

მისივე ინფორმაციით, მოთხოვნის თვალსაზრისით ლიდერ პოზიციაზე რჩება ლისის ტერიტორია, სადაც მაღალი ინტერესის გამო ხარისხიანი უძრავი ქონება უკვე გარკვეულ დეფიციტადაც იქცა. გარდა ამისა, გააქტიურებულია წავკისის უბანიც, სადაც მყიდველთა რიცხვი ბოლო პერიოდში გაიზარდა.

როგორც წოწორია აღნიშნავს, კერძო სახლებზე მოთხოვნის ძირითადი ნაწილი კვლავ ქართველ მყიდველებზე მოდის, თუმცა უცხოელი ინვესტორების დაინტერესებაც მატულობს.

- Advertisement -
Ad imageAd image

“ამ უძრავ ქონებას მეტწილად ქართველები ყიდულობენ, თუმცა მოთხოვნა წამოვიდა ებრაელებისა და აზერბაიჯანელების მხრიდანაც. მათი წილი გაყიდვებში დაახლოებით 5%-ია. გარდა ამისა, ფიქსირდება ტენდენცია, რომ უძრავ ქონებას აქტიურად ყიდულობენ ქართველი ემიგრანტებიც, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ და აქ უნდათ ცხოვრების გაგრძელება”, – განმარტავს Mycorner.ge-ის დამფუძნებელი.

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისის შემოგარენში კერძო სახლების ღირებულება $300 000-დან იწყება – Mycorner.ge. 3 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-შემოგარენში-კერ/

  ბიჭი კიბით და ტაბლოთი, რომელიც დინამო არენაზე მუშად გადაცმული შეიპარა - „3 საათი ველოდებოდი თამაშის დაწყებას, მაგრამ ღირდა...“
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi