თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
უწყების განმარტებით, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენას უკავშირდება და ის ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ეყრდნობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე ბავშვები ჩვეულ სააღმზრდელო პროცესს დაუბრუნდებიან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი ამოქმედდა –. 23 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-საბავშვო-ბაგა-ბ-3/
