შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათბილისის მერია ელექტროდამტენების მონტაჟზე აუქციონს აცხადებს

თბილისის მერია ელექტროდამტენების მონტაჟზე აუქციონს აცხადებს

თბილისის მერია ელექტროდამტენების მონტაჟზე აუქციონს აცხადებს, რომელიც კიდევ 200-მდე ლოკაციაზე განთავსდება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, შევეხო დედაქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს – სატრანსპორტო პოლიტიკას. იცით, რომ ამ მიმართულებით პირველივე დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, დედაქალაქში გადაადგილება იყოს სწრაფი, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო. გარდა ამისა, სრულად განვაახლეთ ავტობუსების პარკი, მიკროავტობუსები, მიმდინარეობს მეტროზე მუშაობა, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ვაგონების შესყიდვაზე, სრულად შევცვალეთ ძალოვანი კაბელები, ასევე, მოვაწესრიგეთ გამნიავებელი სისტემები და ახალი აგრეგატები იქნა დაყენებული. ვიწყებთ მეტროსადგურების განახლებასაც“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტრომობილების წახალისებას.

„ვაცხადებთ აუქციონს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელზე მოთხოვნაც უფრო და უფრო მზარდია. აღნიშნული აუქციონის ფარგლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ელექტროდამტენი 200-მდე ლოკაციაზე დამონტაჟდება. აუქციონი გამოცხადდება სამ ლოტად. თითოეულ ლოტში თანაბრად გადანაწილდება დასამონტაჟებელი დამტენების რაოდენობა; თითოეული მათგანი უნდა იყოს სწრაფად დამტენი აპარატი; აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, აპარატები დაამონტაჟოს და ფუნქციონირება დაიწყოს არაუგვიანეს რვა თვის განმავლობაში; საიჯარო ვადა იქნება 10 წელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ელექტრომობილების მომსახურება კიდევ უფრო გაუმარტივდება, მთლიანობაში კი პროცესი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წახალისებას, რაც თავის მხრივ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებასა და ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

კახა კალაძემ მოუწოდა ბიზნესის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პირობებით და აუქციონში ჩაერთონ.

მისივე თქმით, განაცხადების მიღება 20 კალენდარული დღის განმავლობაში იწარმოებს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

თებერვალი 22, 2025
ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

თებერვალი 22, 2025
განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

22 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი