თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის მიმდინარე წელს 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

“გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების” პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება.

“30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს.

პროგრამის 2025 წლის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარამდეა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გააგრძელეთ კითხვა

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის მიმდინარე წელს 4 მილიონ ლარამდე გამოყოფს. 28 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-მერია-გაფანტული/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi