ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025
მთავარირჩევებიექიმი„თავისი ჩვენებები აქვს და მისი გამოყენება არ არის საჭირო ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში“...

„თავისი ჩვენებები აქვს და მისი გამოყენება არ არის საჭირო ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში“ – მაია ბუწაშვილი „ტამიფლუზე“

როგორც იცით, ქვეყანაში სასუნთქი გზების ინფექციები მძვინვარებს. სურდო, მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა – ამ სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებს უამრავი ადამიანი სტუმრობს.

მათ ნაწილს „ღორის გრიპი“ (H1N1) აქვს, მეორე ნაწილს სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები. საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთ შემთხვევაში მედიკამენტს „ტამიფლუს“ თვითნებურად იღებს, რაც სპეციალისტების თქმით, არასწორია.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში სწორედ აღნიშნულ წამალზე და მის ხშირ გამოყენებაზე წერს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:

„როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად უამრავ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების ინფექცია, გამოხატული სხვადასხვა სიმპტომებით. ზოგს უბრალოდ სურდო აქვს, ზოგს კი მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა და არის გართულებული შემთხვევებიც. ამ პაციენტებს შორის ბევრს აქვს გრიპის ვირუსი (A ან B ტიპის), თუმცა სასუნთქი სისტემის ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებში სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებიც ხშირია. რატომღაც თუ A ტიპის ვირუსი დადასტურდა, ამბობენ, რომ „ღორის გრიპი“ (H1N1) აქვთ და ეს ძალიან აშინებთ. ჯერ ერთი, ტერმინი „ღორის გრიპი“ აღარ გამოიყენება, მეორეც, A ტიპის ვირუსის აღმოჩენა სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად H1N1- ია, სხვა ტიპის A ჯგუფის ვირუსებიც ცირკულირებს. მესამეც, H1N1 სულაც არ არის უფრო „საშიში“, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსები

თუ მაინცდამაინც იმის დადგენა გვინდა, მართლა ე.წ. „ღორის გრიპია“ თუ არა, ამას სწრაფი ტესტით ვერ გავიგებთ და PCR კვლევა უნდა ჩატარდეს. თუმცა ეს პოსტი უფრო სხვა საკითხს ეხება. წელს ძალიან ინტენსიურად და ხშირად ზედმეტად იღებენ ადამიანები ანტივირუსულ მკურნალობას (ძირითადად ტამიფლუს).

კარგია, რომ როგორც იქნა ამ მედიკამენტმა ადგილი დაიმკვიდრა, რადგან წლების მანძილზე ვისაც მართლა სჭირდებოდა ეს მედიკამენტი, მათი დათანხმებაც არ იყო ხოლმე ადვილი. თუმცა, როგორც ჩვენთან ხშირად ხდება, ახლა ისეთ „მოდაში შემოვიდა“, სრულიად უადგილოდაც იღებენ. ტამიფლუს თავისი ჩვენებები აქვს და მისი გამოყენება არ არის საჭირო ჯანმრთელ, ახალგაზრდა პირებში. ასეთ ადამიანებში ტამიფლუს ეფექტი მხოლოდ ის არის, რომ 1 დღით ამცირებს სიმპტომების მიმდინარეობას, სულ ეგ არის. ტამიფლუ საჭიროა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, ხანდაზმულებში, ორსულებში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ასევე იმ პაციენტებში, რომელთაც გრიპის მძიმე მიმდინარეობის გამო ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. ასევე, ნამდვილად უნდა იყოს დადგენილი, რომ A ან B გრიპის ვირუსია, რადგან სხვა რესპირაციულ ვირუსებზე ეს მედიკამენტი არ მოქმედებს. მედიკამენტი ეფექტურია სიმპტომების დაწყებიდან მხოლოდ 48 საათის განმავლობაში (აქ არ იგულისხმება ჰოსპიტალიზებული პაციენტები). საკმაოდ ხშირია გვერდითი მოვლენები (თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა და სხვ.). ამიტომ მედიკამენტის „ყოველი შემთხვევისთვის“ გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მკაფიოდ უნდ

  ალცჰაიმერის რისკების დადგენა ლაპარაკის მანერით შეიძლება - ახალი კვლევა
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

9 April, 2025
ხალი კვლევა – ახალი mRNA ვაქცინა შესაძლოა პანკრეასის კიბოს დაბრუნებას ხელს უშლიდეს

ხალი კვლევა – ახალი mRNA ვაქცინა შესაძლოა პანკრეასის კიბოს დაბრუნებას ხელს უშლიდეს

აპრილი 9, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE