ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათავად ვუტარებ ქირურგიულ ოპერაციას საკუთარ თავს, ფიზიკურ თუ სულიერ დონეზე - ნინო...

თავად ვუტარებ ქირურგიულ ოპერაციას საკუთარ თავს, ფიზიკურ თუ სულიერ დონეზე – ნინო ბაშარული

მომღერალ ნინო ბაშარულის შემოქმედებით ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლეებია, რომელთაც ის თავად გაგვიზიარებს.

ნინო ბაშარული: არ ვეწევი ისეთ შემოქმედებით ცხოვრებას, რომელიც ყველასთვის შესამჩნევია. ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ჩანხარო და იმასაც მოაყოლებენ ხოლმე, რომ ენატრებათ ჩემი გამოჩენა. ჩემთვის ეს არ არის ხელოვნური მდგომარეობა, მე არ ვცდილობ განდეგილი მომღერალი ვიყო. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ როდესაც შემოქმედის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ამის პარალელურად, ეს ადამიანი ვითარდება. მსმენელს და გულშემატკივარს კი ყოველთვის აინტერესებს დიდი ცვლილებები. მომღერალს მსმენელისთვის ამის მიცემა უნდა შეგეძლოს.

მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, ვისაუბრო იმაზე, თუ როგორი კაბები მაქვს გარდერობში, ან რა ფერს ვანიჭებ უპირატესობას, თუნდაც რა ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში. როგორც მომღერალმა, მე ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ ღირს ინფორმაციის მიწოდება ჩემი მსმენელისთვის და ამის შემდეგ ვიწყებ საუბარს.

ამჯერად, ვიფიქრე, რომ მოეწონებოდა ჩემს გულშემატკივარს, როდესაც ვეტყოდი, რომ ჩემით ლათინოამერიკელი კომპოზიტორი დაინტერესდა. ეს კომპოზიტორი კარლოს რაფაელ რივერა გახლავთ. მას ჩემი სიმღერები მოასმენინეს და უთქვამს, ამ გოგონამ ჩემს კომპოზიციაზე უნდა ჩაწეროს სიმღერაო. დამიკავშირდა ერთ-ერთი ქართული ჩამწერი სტუდია და ამ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს.

ძალიან გამიხარდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა ლათინოამერიკელ კომპოზიტორს. ჩემთვის ესპანური კულტურა, ქართული მუსიკის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან ადვილად გავუგეთ ერთმანეთს მე და კარლოსმა. ამაზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ მე ვმღერი ესპანურ ფლამენკოს, პორტუგალიულ ფადოს – ეს ურთულესი ჟანრები საქართველოში პირველად მე შევასრულე და შევასრულე ისე, როგორც შეასრულებდა იმ ქვეყნის წარმომადგენელი. ამაზე წერდნენ, ამაზე ბევრს მესაუბრებოდნენ. მეუბნებოდნენ, ფლამენკოს რომ ასრულებ, ესპანელი გვგონიხარო. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ეს ფაქტია.

კარლოს რაფაელ რივერამ ჩემი ჩანაწერი თავის ლამაზ მუსიკაში ჩასვა, ჩვენ დისტანციურად გავაკეთეთ კოლაბორაცია, რომელიც სერიალ Monseinur Spade-ში გაჟღერდა. ამ სერიალის ნახვა უკვე ყველას შეუძლია ონლაინ სხვადასხვა პლატფორმებზე.

  გაკოტრების შემდეგ, როგორ იშოვა ხელმეორედ მილიონები თემურ კილაძემ?

ალბათ, იცით ცნობილი სერიალები Queen’s gambit, Griselda, Lessons in chemistry – ისინი სწორედ კარლოსის მიერაა მუსიკალურად გაფორმებული. ის გენიალური კომპოზიტორი და ადამიანია. მას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული საკუთარი კომპოზიციებისთვის, მათ შორის „გრემისა“ და „ემის“ ჯილდოები. მთხოვა, კავშირზე იყავი, ახალ კოლაბორაციისთვისაც დაგიკავშირდებიო.

მე, ჩემი შემოქმედებიდან გამომდინარე, ძალიან რთული გზა გავიარე. ყველგან აუტსაიდერი ვიყავი. ადრე არავინ უსმენდა ესპანურ სიმღერებს. თავისუფლებისთვის მებრძოლები ვიყავით და ძირითადად, ჯაზს ვუსმენდით. ასევე, ვასრულებდით ქავერებს. მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად ძალიან გვიჭირდა და მე და ჩემი მეგობარი მუსიკოსები ხანდახან უფასოდაც ვუკრავდით, მაინც არ ვღალატობდი ჩემს მუსიკალურ სტილს. მეუბნებოდნენ, „პაპსა“ სიმღერები კომერციული მიზნით მაინც ჩაწერე. აუცილებლად გაიყიდება, ფულსა და სახელს მოგიტანსო. მე ყოველთვის კატეგორიულ უარს ვამბობდი და ჩემს შინაგან ხმას, ჩემს სტილს არ ვღალატობდი. მე ესპანურ და პორტუგალიურ კულტურებთან მეგობრობამ და ამ ერთგულებამ მომცა საკუთარი ხელწერა შემოქმედებითი თვალსაზრისით. აუტსაიდერობიდან აუტსაიდერობამდე საკუთარი საავტორო სიმღერები დავწერე და მიხარია, რომ ჩემი „ის ვაჟი“ ქართველმა საზოგადოებამ ასე ერთბაშად, ანუ, ყველა კატეგორიის, პროფესიისა და ჟანრის მოყვარულმა ადამიანმა შეიყვარა. ამიტომ შემიძლია, ვთქვა, რომ კარგია, როცა საკუთარ თავს არ ღალატობ… სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

კოტორი, მონტენეგრო: საუკეთესო აქტივობები

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი