ადრეული ქრისტიანული პერიოდის ტაძარი და უძველესი არტეფაქტები – უნიკალური აღმოჩენა ლაგოდეხში.
ეკლესიის ნანგრევები ლაგოდეხში, სოფელ გელათში მდებარეობს. ათწლეულების განმავალობაში მიიჩნეოდა, რომ ეს იყო შუასაუკუნეების ტაძარი. ადგილობრივმა მოსახლეობამ ამ ეკლესიის აღდგენა მოინდომა. არქიტექტორებისა და ხელოვნებათმცოდნეების ჩართვის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ეს ადრექრისტიანული ხანის უნიკალური ეკლესიაა.
აღმოჩენა მკვლევრებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აძლევს. მსგავსი ძეგლი საქართველოში სულ რამდენიმეა, მეტიც, ზუსტი ანალოგი ჩვენს ქვეყანაში არ მოიძებნება.
სამეცნიერო ჯგუფი ვარაუდობს, რომ ძეგლი, შესაძლოა, ჰერეთის ისტორიულ სისტემას უკავშირდებოდეს. არტეფაქტები იპოვეს მიმდებარე ტერიტორიაზეც, მათ შორის თიხის ნაკეთობები, რომელიც სავარაუდოდ, ბრინჯაოს ხანის პერიოდისაა. აღმოჩენის მასშტაბურობიდან გამომდინარე აქ მკვლევრებს სამუშაო ბევრი აქვთ…
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.