„ზეპირი სიყვარული ვისწავლეთ, ერთმანეთს ვეუბნებით: მიყვარხარ, მაგრამ მას სითბო არ მოაქვს“ – ტარიელ ხალხელაური

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„ზეპირი სიყვარული ვისწავლეთ, ერთმანეთს ვეუბნებით: მიყვარხარ, მაგრამ მას სითბო არ მოაქვს“ – ტარიელ ხალხელაური

პოეტი ტარიელ ხარხელაური ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს სტუმარი იყო, სადაც სიყვარულის შესახებ ისაუბრა.

როგორც პოეტმა აღნიშნა, ეს გრძნობა ადამიანის შინაგან სამყაროს იმდენად ასუფთავებს, რომ მასში ზიზღისა და სიძულვილის ადგილი არ რჩება.

,,სიყვარული უნდა გასაზრდოებდეს. სწორედ ის უნდა იყოს შენი შინაგანი სამყაროს დვრიტა. ეს ენერგია ნელ-ნელა შემოდის შენში და თუ სწორი მიმართულებით განავითარებ, შენი შინაგანი სამყარო იმდენად სუფთავდება, რომ ზიზღისა და სიძულვილის ადგილი არ რჩება. გული ვერ გაუძლებს, უნდა გაათავისუფლო. ზეპირი სიყვარული ვისწავლეთ, ერთმანეთს ვეუბნებით: მიყვარხარ, მაგრამ მას მადლი არ აქვს, სითბო არ მოაქვს. აუცილებელია, რომ არა გონებით, არამედ გულით განვიცდიდეთ სიყვარულს”, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ზეპირი სიყვარული ვისწავლეთ, ერთმანეთს ვეუბნებით: მიყვარხარ, მაგრამ მას სითბო არ მოაქვს“ – ტარიელ ხალხელაური. 15 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ზეპირი-სიყვარული-ვისწავ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi