ზემო სვანური ტრადიციით დამზადებული მერწვი
სვანეთში სანაქებო კარტოფილი მოდის. მაღალმთიან უშგულში მოყვანილი კარტოფილი განსაკუთრებით გემრიელია. მისგან დამზადებულ უამრავ კერძთაგან გამოირჩევა მერწვი.
მერწვი ელარჯის მსგავსი კერძია, რომელიც უფქვილოდ მხოლოდ კარტოფილისგან და ყველისგან მზადდება
მერწვის მოსამზადებლად თავდაპირველად კარტოფილს მოხარშავენ და გაფრცქვნიან, კარტოფილი დაიჭყლიტება. კარტოფილის დასაჭყლიტედ უშგულში ძველებურ ხის საჭყლეტს იყენებენ. ქვებაში წინახსწარ მხოლოდ მცირეოდენ რძეს ჩაასხამენ და აადუღებენ. კარტოფილს ხელით შეაჭყლეტენ ყველს.
მერწვს ღომის მსგავსად ჩაზელენ და კერძიც მზად არის…
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ზემო სვანური ტრადიციით დამზადებული მერწვი – მერწვი ელარჯის მსგავსი კერძია. 19 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზემო-სვანური-ტრადიციით-დ/

