პარასკევი, ივლისი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოზელენსკი: უკრაინაში ომის 2025 წელს დასრულდება ჩვენს ხელშია

ზელენსკი: უკრაინაში ომის 2025 წელს დასრულდება ჩვენს ხელშია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ მის ქვეყანაში ომი 2025 წელს დასრულდეს.

„ვფიქრობ, ომის 2025 წელს დასრულება ჩვენს ხელშია“, – განაცხადა ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში.

როგორც ზელენსკიმ დასძინა, ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების წელსვე ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„ჩვენ გვსურს არჩევნები, რომელსაც ვენდობით. 8,5 მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ წავიდა. მილიონობით ადამიანისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. მილიონობით ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. მე არ ვსაუბრობ 2014 წლის ოკუპაციაზე. მე ვსაუბრობ ოკუპაციაზე, რომელიც ახლა ხდება. ამ ხალხს რა ვუყოთ? ეს ძალიან რთული საკითხია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ახალი არჩევნების ჩატარება მილიონობით ჯარისკაცის გარეშე სამართლიანი არ იქნებოდა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  Reuters: იაპონიაში ტაიფუნ „შანშანის“ გამო მილიონობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი