ვრცელდება 2 წლის ევას ექსკლუზიური ვიდეო, როცა დედის ხმა პირველად გაიგო

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

2 წლის ევამ, სმენის აპარატის მეშვეობით, დედის ხმა პირველად გაიგო! საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მაღალტექნოლოგიური კოხლეარული იმპლანტი, რომლის ღირებულება 40 000 ლარია, სახელმწიფომ სრულად დააფინანსა.

video:რუსთავი2

ევა ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როცა სმენის სრული დაკარგვის დიაგნოზი დაუსვეს. ბავშვს სმენის აპარატის იმპლანტაცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა და შედეგმაც არ დააყოვნა!

“17 წლის ნანატრი ევა მყავს… ჩემმა შვილმა დღეს პირველად გაიგო ხმა… უსაზღვროდ ბედნიერი ვარ! ვერ აღვწერ ამ ბედნიერებას”, – ამბობს ევას დედა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში, ევა რეაბილიტაციის კურსს უფასოდ გაივლის, აპარატის მონიტორინგი კი თვეში ერთხელ ჩაუტარდება.

„კოხლეარული იმპლანტები სმენის პრობლემების მქონე ბენეფიციარების მდგომარეობას ძირეულად ცვლის – ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ისინი ხმებს სრულფასოვნად აღიქვამენ, რაც მათ საზოგადოებაში მაღალი ხარისხით ინტეგრაციას განაპირობებს”, – აცხადებენ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ვრცელდება 2 წლის ევას ექსკლუზიური ვიდეო, როცა დედის ხმა პირველად გაიგო. 7 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვრცელდება-2-წლის-ევას-ექსკ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T21:51:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi