უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის ნებისმიერი ფორმით, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიტყვებსა და რეალურ ქმედებებს შორის თანხვედრას.
ზელენსკის თქმით, წინააღმდეგობრივად გამოიყურება ის ვითარება, როცა პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ომის დასრულების სურვილზე ესაუბრება, მაშინ როცა საჯარო განცხადებებში და მედიაში კონფლიქტის გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოხატავს.
მისივე განმარტებით, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო შეტევებს, ღიად საუბრობს ამ ქმედებებზე, პოზიტიურად აფასებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას და სამხედრო ხელმძღვანელობას კონკრეტულ დავალებებს აძლევს ტერიტორიების დაკავების თაობაზე.
ზელენსკის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები სრულ წინააღმდეგობაში მოდის იმ „სამშვიდობო“ რიტორიკასთან, რომელსაც პუტინი საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ტრამპთან საუბრისას იყენებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ეს საკითხი პირადადაც დააყენა აშშ-ის პრეზიდენტთან და აღნიშნა, რომ პუტინის მხრიდან გავრცელებული გზავნილები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არის ნებისმიერი ფორმატით, თუმცა ნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ლიდერის ქმედებები და სიტყვები ერთმანეთს ემთხვეოდეს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


