ვის ეკუთვნის ახალი ქართული რესტორანი მანჰეტენზე, სადაც “დედა ხინკლის” დაგემოვნებაა შესაძლებელი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

,,უზარმაზარი პელმენი, რომელსაც დაბადების დღის ბუშტივით დიამეტრი და ბრწყინვალება აქვს“,- ასე ეხმიანება ამერიკული გამოცემა The New Yorke მანჰეტენზე გახსნილი ახალი ქართული რესტორნის საფირმო კერძს- ,,დედა ხინკალს“.

კერძის მიმომხილველი, ცნობილი food ბლოგერი, ჰელენ როზნერი წერს, რომ მომხმარებელს „დედა ხინკალის“ შეკვეთის შემდეგ ვერცხლის ხანჯლით მომარჯვებული მიმტანი ემსახურება, რომელიც დიდ ხინკალს თავს დემონსტრაციულად აჭრის, შიგნით კი 6 პატარა ზომის ხინკალია. „დედა ხინკლის“ გემო ჩვეულებრივი ხინკლისგან არ განსხვავდება.

Ny- ის  მიხედვით, რესტორანი „ლალიკო“, სადაც სტუმრებს „დედა ხინკლის“ დაგემოვნება შეუძლიათ,  ბიზნესმენ გურამ ონიანის პირველი ამერიკული პროექტია, რომელიც მარტში გაიხსნა. 

გურამ ონიანი საქართველოსა და რუსეთში 30-მდე ბიზნესს ფლობს; მათ შორის „Guliani Group“-ს, რომელიც ბიზნესმენმა 2011 წელს დააფუძნა.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ვის ეკუთვნის ახალი ქართული რესტორანი მანჰეტენზე, სადაც “დედა ხინკლის” დაგემოვნებაა შესაძლებელი. 29 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ვის-ეკუთვნის-ახალი-ქართუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi