სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებივინ ჩაანაცვლებს ბაიდენს? - კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლის მარათონში ერთვება

ვინ ჩაანაცვლებს ბაიდენს? – კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლის მარათონში ერთვება

„დემოკრატიული“ პარტიის ლიდერების ზეწოლის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო საგანგებო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლის შესახებ.

„მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია მოვხსნა ჩემი კანდიდატურა და მხოლოდ პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე ვკონცენტრირდე ჩემი [საპრეზიდენტო] ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში“, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება, რადგან „დემოკრატიული“ პარტიის ლიდერები შეეცდებიან გააერთიანონ პარტიის შიგნით სხვადასხვა ფრაქცია კამალა ჰარისის გარშემო.

ვინ ჩაანაცვლებს ბაიდენს?

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ყველაზე სავარაუდო კანდიდატია, ვინაიდან ბაიდენმა მხარი დაუჭირა მას, ხოლო პარტიაში უკვე მიანიშნეს, რომ დაამტკიცებენ მის კანდიდატურას. თუმცა, ჰარისის კანდიდატურა გარანტირებული არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს ბაიდენის მხარდაჭერა და ის მისი ვიცე-პრეზიდენტია. „დემოკრატიულ“ პარტიას შეუძლია სხვა კანდიდატურა აირჩიოს – შესაძლოა, „დემოკრატი“ გუბერნატორი – თუ პარტიის წევრები სხვა კანდიდატის გარშემო გაერთიანდებიან. მაშინაც კი, კანდიდატი არ გახდება ოფიციალური, სანამ დელეგატები არ დაუჭერენ მხარს პარტიის ყრილოობაზე.

როგორ აირჩევენ „დემოკრატიული“ პარტიის ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს?

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომისგან განსხვავებით, რომელიც ავტომატურად ხდის ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტად, ბაიდენის საარჩევნო რბოლიდან გასვლა არ ნიშნავს, რომ კამალა ჰარისი ავტომატურად გახდება საპრეზიდენტო კანდიდატი. „დემოკრატების“ უმეტესობა მოელის, რომ ის [კამალა ჰარისი] იქნება მისი შემცვლელი, მაგრამ პარტიის დელეგატებს, რომლებიც აირჩევენ საპრეზიდენტო კანდიდატს „დემოკრატების“ ეროვნულ ყრილობაზე, შეუძლიათ ხმა მისცენ ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც მათ მოსწონთ. თუ „დემოკრატები“ ვერ გაერთიანდებიან რომელიმე კანდიდატის გარშემო, ეს შექმნის ე.წ. „ღია ყრილობის“ შესაძლებლობას, რაც პარტიაში 1968 წლის შემდეგ არ მომხდარა. „დემოკრატები“, ალბათ, შეეცდებიან თავიდან აიცილონ მსგავსი სცენარი ყრილობის წინ ერთი კანდიდატის მხარდაჭერით და ბევრი დელეგატი, თუ არა უმეტესობა, სავარაუდოდ მხარს დაუჭერს პარტიის სასურველ კანდიდატს.

რამდენად სწრაფად შეიძლება აირჩიონ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი?

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა და პარტიამ მხარი დაუჭირეს ჰარისს, არავინ ხდება ოფიციალური კანდიდატი მანამ, სანამ დელეგატები არ დაუჭერენ მხარს კანდიდატს პარტიის ყრილობაზე. საპრეზიდენტო კანდიდატს აირჩევენ ყრილობაზე, რომელიც 19 აგვისტოს უნდა დაიწყოს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი