ხუთშაბათი, მაისი 28, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემავინ იხდის ბანკის ვალს მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში? -მნიშვნელოვანი ინფორმაცია მემკვიდრეებისთვის

ვინ იხდის ბანკის ვალს მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში? -მნიშვნელოვანი ინფორმაცია მემკვიდრეებისთვის

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტვირ­თად აწევს. მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან სესხს იღებს, შე­იძ­ლე­ბა, შე­თან­ხმე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებს ყუ­რა­დღე­ბა არც მი­აქ­ცი­ოს, რისი გა­მოს­წო­რე­ბაც დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის დროს.

რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ის ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვლე­ბა, ვი­საც სა­ბან­კო სეს­ხი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი? რა შემ­თხვე­ვა­ში გა­და­დის ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ებ­ზე? – ამის შე­სა­ხებ იუ­რის­ტ ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლს ვესაუბრეთ.

– პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი სეს­ხის გა­დახ­და შე­საძ­ლოა, გარ­დაც­ვლი­ლის მემ­კვიდ­რე­ებს და­ე­კის­როთ. სამ­კვიდ­რო მასა აქ­ტი­ვე­ბის­გან და პა­სი­ვე­ბის­გან შედ­გე­ბა და პა­სი­ვებს წარ­მო­ად­გენს მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი კრე­დი­ტო­რე­ბის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მემ­კვიდ­რე­ე­ბი სამ­კვიდ­როს მი­ი­ღე­ბენ, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში არი­ან ვალ­დე­ბულ­ნი, და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ კრე­დი­ტო­რე­ბი, ვი­საც მო­თხოვ­ნა აქვთ.

“თუ სამ­კვიდ­რო ქო­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 10 000 ლარს, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლის ვალი – 100 000-ს, მემ­კვიდ­რე­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი სამ­კვიდ­როს ფარ­გლებ­ში გავ­რცელ­დე­ბა”

ამას­თა­ნა­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ვა­ლის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ებს ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ეკის­რე­ბათ და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კრე­დი­ტო­რებ­მა კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. კერ­ძოდ, ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, იმ დღი­დან 6 თვის ვა­და­ში, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, რომ მო­ვა­ლე გარ­და­იც­ვა­ლა, მემ­კვიდ­რე­ებს თან­ხის გა­დახ­და­ზე მო­თხოვ­ნა წა­უ­ყე­ნონ.

 

თუ 6-თვი­ა­ნი ვადა გა­ვი­და და მა­გა­ლი­თად, ბან­კმა ან ნე­ბის­მი­ერ­მა კრე­დი­ტორ­მა მემ­კვიდ­რეს მო­თხოვ­ნა ამ ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ წა­რუდ­გი­ნა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მემ­კვიდ­რეს შე­უძ­ლია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვას და სა­სა­მარ­თლო და­ვის შემ­თხვე­ვა­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა არ და­ე­კის­რე­ბა.

არის მე­ო­რე შემ­თხვე­ვა – მა­გა­ლი­თად, თუ ბან­კი ან სხვა კრე­დი­ტო­რი გა­ნა­ცხა­დებს, რომ მის­თვის მო­ვა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ უც­ნო­ბი იყო, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვადა უკვე სხვა­ნა­ი­რად ით­ვლე­ბა და მო­თხოვ­ნის ვა­დის დად­გო­მი­დან ერთი წე­ლია. მო­თხოვ­ნის ვადა – ეს ის ვა­დაა, რო­დე­საც კრე­დი­ტორს თან­ხის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა წარ­მო­ეშ­ვე­ბა, მა­გა­ლი­თად, თუ მო­ვა­ლეს თან­ხა უნდა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა 2020 წლის 1-ელ იან­ვარს და იგი მო­თხოვ­ნის წარ­მო­შო­ბამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, კრე­დი­ტორ­მა მო­თხოვ­ნა უნდა წა­უ­ყე­ნოს მემ­კვიდ­რეს არა­უგ­ვი­ა­ნეს 2021 წლის 11 იან­ვა­რამ­დე, ანუ მო­თხოვ­ნის წარ­მო­შო­ბის მო­მენ­ტი­დან 1 წლის ვა­და­ში.

  თანამგზავრული ფოტოები ომსკში სამხედრო ინსტიტუტის საწყობში რუსული ტექნიკის ამოწურვას აჩვენებს

ამას­თან, კრე­დი­ტორ­მა სა­სა­მარ­თლოს ან მემ­კვიდ­რის წი­ნა­შე უნდა და­ამ­ტკი­ცოს შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, რომ მან მარ­თლაც არ იცო­და პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ – სხვა შემ­თხვე­ვა­ში ისევ 6-თვი­ა­ნი ვადა მოქ­მე­დებსრომ შე­ვა­ჯა­მოთ, რო­დე­საც პირი გარ­და­იც­ვლე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ წყდე­ბა, არა­მედ, გა­და­დის მემ­კვიდ­რე­ებ­ზე, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას მემ­კვიდ­რე­ე­ბი ჰყავს. თუმ­ცა, მხო­ლოდ მემ­კვიდ­რე­ე­ბის არ­სე­ბო­ბა არაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბა რე­ა­ლი­ზე­ბა­დი უფ­ლე­ბაა და თუ მემ­კვიდ­რემ სამ­კვიდ­რო არ მი­ი­ღო, მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს.

მემ­კვიდ­რე­ო­ბა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნებ­რი­ვი სი­კე­თე არაა, შე­საძ­ლოა, სამ­კვიდ­როს მა­სას წარ­მო­ად­გენს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნებ­რი­ვი სი­კე­თეც, ასე­ვე სამ­კვიდ­რო მასა შე­საძ­ლოა, იყოს მცი­რე ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საც – მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ან­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბად ერთი კა­ლა­მი, ფურ­ცე­ლი ან რა­ღაც სუ­ვე­ნი­რი მი­ი­ღოს და ეს ნიშ­ნავს, რომ მეკ­ვიდ­რემ მამ­კვიდ­რებ­ლი­სა­გან სრუ­ლი სამ­კვიდ­რო მი­ი­ღო. პა­სი­ვე­ბის/ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, მი­უ­ხე­და­ვად მისი მო­ცუ­ლო­ბი­სა, მემ­კვიდ­რე გა­და­იხ­დის მი­ღე­ბუ­ლის პრო­პორ­ცი­უ­ლად, ანუ, თუ მი­ი­ღო ერთი კა­ლა­მი, მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, შე­ას­რუ­ლოს კალ­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტოლ­ფა­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

– რა შე­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის სეს­ხის ჩა­მო­წე­რა ან გა­უქ­მე­ბა?

– კრე­დი­ტორს, ბან­კი იქ­ნე­ბა თუ სხვა, სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 448-ე მუხ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­ლის პა­ტი­ე­ბა შე­უძ­ლია. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბას გა­აჩ­ნია და თუ მცი­რე მო­ცუ­ლო­ბაა, ბან­კე­ბი გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 448-ე მუხლს იყე­ნე­ბენ. ვა­ლის პა­ტი­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით, რაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას იწ­ვევს. ეს მის ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ჩვენ ამა­ზე მო­თხოვ­ნა ვერც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გვექ­ნე­ბა.

მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას იწ­ვევს და რაც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ – თუ კრე­დი­ტო­რი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვთხოვს თან­ხის გა­დახ­დას, ეს ვა­დის გას­ვლას იწ­ვევს და სა­სა­მარ­თლო და­ვი­სას მემ­კვიდ­რეს შე­უძ­ლია, გა­დახ­და­ზე უარი თქვას. თა­ვი­სი არ­სით, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას არ ნიშ­ნავს, თუმ­ცა იწ­ვევს იმა­ვე შე­დე­გებს, რაც შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა, ანუ სა­სა­მარ­თლო არ და­ა­კის­რებს თან­ხას. კი­დევ სხვაა მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბა. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სხვა გა­მო­ნაკ­ლისს არ ად­გენს, თუ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს და ეს პი­რო­ბე­ბი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია, კრე­დი­ტორს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია მო­თხოვ­ნის წა­ყე­ნე­ბა.

  „არაფერი დასამალი არ არის. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ, კარი ღიაა, მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ“-თინათინ რუხაძე გელათზე

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს ძი­რი­თა­დად გან­ვი­ხი­ლავთ სეს­ხის კონ­ტექ­სტში და სხვა სა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­კის­რე­ბა შე­საძ­ლოა, მემ­კვიდ­რეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ და­ე­კის­როს, მა­გა­ლი­თად კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სპე­ცი­პი­კუ­რია და მხო­ლოდ გარ­დაც­ვლილს შე­ეძ­ლო.

– კი­დევ რა შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­დეს?

– დის­პო­ზი­ცი­უ­რო­ბის პრინ­ცი­პი სწო­რედ ამას ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს მხა­რეს შე­უძ­ლია, თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, არის ეს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი თუ არა. მემ­კვიდ­რე­ე­ბის მი­მართ სარ­ჩე­ლის აღ­ძვრის კუ­თხით, ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რა თან­ხის მო­თხოვ­ნა შე­უძ­ლია კრე­დი­ტორს თუ სრულ თან­ხა­ზე მო­თხოვ­ნის ვადა დამ­დგა­რი არ არის, მა­გა­ლი­თად, თუ 100 000-ლა­რი­ა­ნი სეს­ხია და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა 10 წელ­ზეა გა­წე­რი­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად ვა­და­დამ­დგა­რი მო­თხოვ­ნე­ბი შე­უძ­ლია წა­უ­ყე­ნოს მემ­კვიდ­რეს, მაგ­რამ მთლი­ა­ნად 100 000-ს ვერ მო­თხოვს, თუ არ იქ­ნე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი, რა­საც თა­ვი­სი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი აქვს. ანუ, თუ გრა­ფი­კით თვე­ში 500 ლარი იყო გა­და­სახ­დე­ლი, ამ ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე გახ­დე­ბა მემ­კვიდ­რე და შეს­რუ­ლე­ბაც უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გრა­ფი­კის შე­სა­ბა­მი­სად.

 

– რა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ზე?

– თუ იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე გარ­და­იც­ვა­ლა, პრე­ცე­დენ­ტე­ბი არ­სე­ბობს, რომ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ზო­გი­ერ­თი გან­ზრახ არ იღებს, რათა ვადა გა­ა­ჭი­ნა­უ­როს. თუმ­ცა, ამა­ზე­ცაა სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა – თუ დგინ­დე­ბა, რომ გარ­დაც­ვლილს მა­გა­ლი­თად, შვი­ლი ჰყავს, კრე­დი­ტორს შე­უძ­ლია, სა­სა­მარ­თლო წე­სით მი­ა­ღე­ბი­ნოს სამ­კვიდ­რო, რათა შემ­დგომ­ში ქო­ნე­ბა გა­ი­ყი­დოს.

ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქო­ნე­ბა იპო­თე­კი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი, ბან­კი ყო­ველ­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს და გარ­დაც­ვა­ლე­ბას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს – ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­დახ­დის დრო მოვა და ამ ქო­ნე­ბი­დან ყო­ველ­თვის მო­ი­თხოვს აღ­სრუ­ლე­ბას. თან­ხას გარ­დაც­ვლილს ხომ ვე­ღარ და­ა­კის­რებს? მო­პა­სუ­ხე­ე­ბად მის მემ­კვიდ­რე­ებს ჩარ­თავს და თან­ხის და­კის­რე­ბის შემ­დეგ, იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბი­სა აუქ­ცი­ო­ნის გზით რე­ა­ლი­ზა­ცი­ას მო­ი­თხოვს. იხილეთ სრულად

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

  პრემიერი: მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ეს ხარჯები კი პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად მოქმედებდნენ

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.