ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებივინ იყო ქართველი ქალი, რომელმაც ქმრებს ნაღმი დაუმონტაჟა - 70-იან წლების გახმაურებული...

ვინ იყო ქართველი ქალი, რომელმაც ქმრებს ნაღმი დაუმონტაჟა – 70-იან წლების გახმაურებული საქმე, რომელიც ფედერალურმა გამოძიებამ გახსნა

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ 70-იან წლებში მოხდა. ბედის საძებრად ამერიკაში წასული 24 წლის ქართველი ქვრივი სისხლის სამართლის დამნაშავე აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ მან ჯერ ქართველი ქმარი მოკლა, ამრიკაში კი მეორე ქმრის მოკვლა სცადა…

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია…

ქვრივი გამნაღმველი

1974 წელს დაბადებული ალისა მენაბდე პროფესიით გამნაღმველი იყო, სპეციალური კურსები წარჩინებით ჰქონდა დამთავრებული და 1996-1998 წლებში თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფში მუშაობდა. მისი მეუღლე მასზე 20 წლით უფროსი, სამხედრო პოლკოვნიკი პლატონ კოროშინაძე თბილისის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომების მონაწილე იყო, საკმაო ქონების მფლობელი. მას პირველი ცოლისგან ორი ქალიშვილი ჰყავდა, ალისასა და მას კი საერთო შვილი არ შეეძინათ. 1998 წლის ზაფხულში ერთ-ერთი სწავლებიდან მომავალი პლატონის „ჯიპი“ კლდიდან გადაიჩეხა, აფეთქდა და იქ მსხდომი ოთხი ადამიანი დაიღუპა. ალისა დაქვრივდა. პლატონი რომ დაკრძალა, სცადა, მისი ქონება გადაეფორმებინა, მაგრამ მხოლოდ მცირედი წილი შეხვდა – ოროთახიანი ბინა დიღომში. ალისამ ბინა გაყიდა, აღებული ფულით ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა იყიდა, თავდაცვის სამინისტროდან წამოვიდა და ოკეანის გაღმა გაემგზავრა. იმ დროს ქვრივი გამნაღმველი 24 წლის იყო.

მდიდარი ქმარი

სამსახურის ძებნაში ალისა მენაბდემ ლამის მთელი ამერიკა შემოიარა. უამრავ ადგილზე იმუშავა, მაგრამ დიდი ხნით არსად ჩერდებოდა. 1999 წელს ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მოეწყო. გაიცნო ამ რესტორნის მფლობელი, 59 წლის უორენ გროვსი. მენაბდემ ცოლგაშვებული მილიონერი მოხიბლა და იმდენი ქნა, რომ წლის ბოლოს მასთან ხელი მოაწერა და მილიონერის კანონიერი მეუღლე გახდა. ალისა საცხოვრებლად ნიუ-იორკის ცნობილ პენტჰაუზში გადავიდა. დადიოდა საუკეთესო მაღაზიებში, რესტორნებში. შეიძინა უამრავი მდიდრული ნივთი და ფუფუნების საგანი, ძვირფასი სამოსი და ძვირად ღირებული ავტომობილები… ისვენებდა მსოფლიოს სახელგანთქმულ კურორტებზე და საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა. გროვსს საკუთარი თვითმფრინავი ჰყავდა და ცოლ-ქმარი ხშირად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში. ალისას ამერიკელი მილიონერი მონუსხული ჰყავდა და თავის ჭკუაზე ატარებდა.

კუსტარული ნაღმი

2002 წლის აგვისტოში ალისა მენაბდე და უორენ გროვსი კერძო თვითმფრინავით ნიუ-იორკიდან მაიამიში უნდა გაფრენილიყვნენ. ბიზნესმენს საქმიანი შეხვედრა ჰქონდა პარტნიორთან. გროვსი ხშირად ატარებდა ასეთ შეხვედრებზე ალისას და მაიამიშიც ერთად უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა, ბოლო მომენტში ალისამ ავადმყოფობა მოიმიზეზა და მეუღლეს გამგზავრებაზე უარი უთხრა. ამიტომ მილიონერი მარტო გაემგზავრა. აეროდრომზე რომ მივიდა, აღმოჩნდა, რომ კერძო თვითმფრინავების ფრენები ნიუ-იორკიდან 6 საათით იყო შეჩერებული ტერორისტული საფრთხიდან გამომდინარე. დაშვებული იყო მხოლოდ სამოქალაქო ფრენები. ისიც იმის შემდეგ, როცა ყველა მგზავრსა და მის ბარგს საგულდაგულოდ შეამოწმებდნენ. დრო არ ითმენდა, ამიტომ გროვსმა ნიუ-იორკი-მაიამის ავიარეისზე იყიდა ბილეთი და ჩასაჯდომად გაემართა. მას თან შავი ფერის დიპლომატი ჰქონდა, სადაც საქმიანი ქაღალდები ეწყო. როდესაც მილიონერი შეამოწმეს და მისი დიპლომატიც საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, შიგნით კუსტარულად დამზადებული საათის მექანიზმიანი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. უორენ გროვსი დააკავეს და გამოძიების ფედერალურმა აგენტებმა დაჰკითხეს.

ორი უვადო სასჯელი

ნიუ-იორკი–მაიამის ავიარეისი გადაიდო და მგზავრები და თვითმფრინავი განმეორებით კიდევ უფრო გულდასმით შეამოწმეს. გროვსის დაკითხვის შემდეგ კი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები პენტჰაუზში მივიდნენ და ალისა მენაბდე დაკითხვაზე წაიყვანეს. მათ საფუძვლიანი ეჭვი ჰქონდათ, რომ კუსტარული ბომბი დიპლომატში მისი დამონტაჟებული იყო.

თავდაპირველად ქალი ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ბომბზე მისი თითების ანაბეჭდი აღმოჩნდა და ქალმა დანაშაული აღიარა. მან თქვა, რომ გროვსს იმიტომ კლავდა, რომ მის ქონებას დაუფლებოდა. ალისა მენაბდემ, ასევე, აღიარა, რომ 1998 წლის ზაფხულში თავისი პირველი ქმრის მანქანაში დაამონტაჟა ბომბი, რომლის აფეთქებასაც 4 ადამიანი შეეწირა.

მენაბდის მოტივი მაშინაც ქონების დაუფლება იყო. ფედერალურმა სასამართლომ ალისა მარლენის ასულ მენაბდეს ორი 30-30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და მკაცრი რეჟიმის ქალთა ციხეში გაამწესა… ალისა მენაბდე დღესაც ცოცხალია…

წყარო „თბილისელები“

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
შობა კოპენჰაგენში

შობა კოპენჰაგენში

30 October, 2024
რა კავშირი აქვს ორსულობას მტევნის და მაჯის დაზიანებასთან?

რა კავშირი აქვს ორსულობას მტევნის და მაჯის დაზიანებასთან?

ოქტომბერი 31, 2024
სამზარეულოს დიზაინისთვის 3 გამორჩეული ფერთა კომბინაცია, რომელიც ინსპირაციას მოგცემთ

სამზარეულოს დიზაინისთვის 3 გამორჩეული ფერთა კომბინაცია, რომელიც ინსპირაციას მოგცემთ

ოქტომბერი 31, 2024
კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება

კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება

ოქტომბერი 31, 2024
“ადრე ეს ბერიას აგარაკი იყო, მერე – ბავშვთა სახლი… წლების განმავლობაში იძარცვებოდა და დღეს გაპარტახებულია…”

“ადრე ეს ბერიას აგარაკი იყო, მერე – ბავშვთა სახლი… წლების განმავლობაში იძარცვებოდა და დღეს გაპარტახებულია…”

31 ოქტომბერი 2024
დღეს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა

დღეს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა

ოქტომბერი 31, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
ბოლო ცნობები ესპანეთიდან – წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო ცნობები ესპანეთიდან – წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა

31 ოქტომბერი 2024
31 ოქტომბერს Mono Hall-ში Halloween Party გაიმართება

31 ოქტომბერს Mono Hall-ში Halloween Party გაიმართება

ოქტომბერი 31, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი