შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებივინ იყო ქალი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

ვინ იყო ქალი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს.

თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის შე­ძე­ნა იყო, სა­ქარ­თვე­ლოს 400-მი­ლი­ონ ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­გან­ძუ­რი და­უ­ტო­ვა – თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში, ამ­ჟა­მად, 1870 ექ­სპო­ნა­ტია გა­მო­ფე­ნი­ლი, რო­მელ­თა­ნაგ 200 ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის პი­რად კო­ლექ­ცი­ას ეკუთ­ვნის.

იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­დან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის კარლ პი­ლო­ტის “ლუ­დო­ვი­კო მე-17 ტყვედ ია­კო­ბი­ნე­ლებ­თან”; ფრან­გი მხატ­ვრის რე­ნოს “მთვა­რი­ა­ნი ღამე”; მი­ხაი ზი­ჩის “ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის მირ­თმე­ვა თა­მა­რი­სათ­ვის”; უც­ნო­ბი ავ­ტო­რის “მა­დო­ნა ყრმით” და ა.შ.

ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი­დან ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში ისე­თი გე­ნი­ა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი არი­ან წარ­მოდ­გენლ­ნი, რო­გო­რე­ბი­ცაა: გიგო გა­ბაშ­ვი­ლი (ოთხი ორი­გი­ნა­ლი ტილო), ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

“ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, რაც ჩემი ხალ­ხის ფი­ზი­კურ მშვე­ნი­ე­რე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე მისი სუ­ლი­ე­რი მშვე­ნი­ე­რე­ბის­თვი­საც გა­მე­წია ან­გა­რი­ში, ამ მიზ­ნით ვი­ძენ­დი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ქმნი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ჩემს ხალ­ხს, ერს, ჩემს სამ­შობ­ლოს ვუ­ძღვე­ნი…” – წერ­და თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი.

AMBEBI.GE თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის მცველს, ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც პი­რა­დად იც­ნობ­და კო­ლექ­ცი­ო­ნერს:

“ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შა­ლა­ურ­ში 1883 წლის 23 აპ­რილს თა­ვად მე­რაბ იაშ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მან ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა თე­ლავ­ში გა­ა­ტა­რა.

1900 წელს და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა თე­ლა­ვის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ქალ­თა სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო. სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კი გა­ემ­გზავ­რა ხარ­კოვ­ში და ფარ­მა­ცევ­ტო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე და­ი­წყო სწავ­ლა. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ თე­ლავ­ში კერ­ძო აფ­თი­აქ­ში პრო­ვი­ზო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1930-იან წლებ­ში ახა­ლი ინ­ტე­რე­სი, კოს­მე­ტო­ლო­გია გა­უჩ­ნდა. ამ პრო­ფე­სი­ას ის ქა­ლაქ პე­ტერ­ბურ­გში და­ე­უფ­ლა, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი თბი­ლის­ში სა­კუ­თარ სახ­ლში კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი გახ­სნა, სა­დაც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მუ­შა­ობ­და.  იხილეთ სრულად

  „მაინტერესებს რა ხდება მთის თავში…ბავშობიდან ვცდილობ სიღარიბეს თავი დავაღწიო“ – ნათია ბერიძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი