არიან წყვილები, რომელთა ურთიერთობაც, მიუხედავად მათი დაშორებისა, რომანტიკულად რჩება ხალხის მეხსიერებაში. ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ ისინი ცალ-ცალკეც საკმაოდ ცნობილნი და არაორდინარულები იყვნენ, ერთად ყოფნისას კი, გამორჩეული და ლამაზი გრძნობით იცხოვრეს. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენ ხანს იყვნენ ერთად – ერთი კვირა, ორი, ხუთი თუ ოცი წელი… ზოგჯერ მთელს ცხოვრებას გადაწონის სიყვარულითა და ლამაზი წუთებით აღსავსე რამდენიმე დღე.
ქართველ ხალხს ეროსი მანჯგალაძე ძალიან უყვარდა და დღემდე ისე იგონებს, როგორც ცოცხალს. აღნაგობით გოლიათს სულიც ბუმბერაზი ჰქონდა… არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც, თუნდაც უნებურად წამოსცდენოდეს მასზე აუგი.