მამლუქი — 1958 წელს გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ფილმია. მისი რეჟისორია დავით რონდელი და გადაღებულია კონდრატე თათარაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
სიუჟეტის მიხედვით, თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარში გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას კი — ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მეომრად აღზრდიან და მაჰმუდს შეარქმევენ. ერთ-ერთ ბრძოლაში მაჰმუდი სასიკვდილოდ დასჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. მაჰმუდს ბავშვობა გაახსენდება და მოკლულში ბავშვობის მეგობარ გოჩას იცნობს. მტრის ცხედართან ჩაფიქრებულ მაჰმუდს თანამებრძოლები ღალატს დასწამებენ და მოკლავენ.
ცოტამ თუ იცის, რომ ამ ტრაგიკულ ისტორიას ნამდვილი ამბავი და რეალური პიროვნების თავგადასავალი უდევს საფუძვლად. საინტერესოა, ვნახოთ, ვინ იყო მამლუქი ხვიჩას პროტოტიპი და როგორია მისი ნამდვილი ისტორია.
იბრაჰიმ ბეი ალ ქაბირ მუჰამადი
ეგვიპტის მამლუქთა მეთაური, სამხედრო მმართველი და ეგვიპტის დიდი გამგებელი, იბრაჰიმ ბეი ალ ქაბირ მუჰამადი დაიბადა 1735 წელს საქართველოში, მარტყოფელი მღვდლის, გვარად შინჯიკაშვილის ოჯახში. ის იყო ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა ეგვიპტის XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედის ისტორიაში – შეიხ ალ-ბალადი ანუ მამლუქთა ოლიგარქიის უმაღლესი პირი.
აბრამ შინჯიკაშვილი 15 წლის ასაკში გაიტაცეს მუსლიმებმა და სტამბოლის ბაზარზე მონად გაყიდეს. ეგვიპტელმა მფლობელმა მას ისლამი მიაღებინა და სახელი შეუცვალა. ბეის წოდება მოგვიანებით – 1767 წელს მიიღო. მისი პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო. ერთგულად მსახურების გამო, მან იბრაჰიმი მონობისგან გაათავისუფლა… ნახეთ სრულად
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


