ხუთშაბათი, თებერვალი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიავინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

კარმული გაწმენდა – ეს ისაა, რასაც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად გაივლის. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში საბედისწერო მომენტები. ეცადეთ, ყველაფერში არა პრობლემები, არამედ შესაძლებლობები დაინახოთ. ყველაზე ცუდი კარმაც კი არ ნიშნავს, რომ სატანჯველად ხართ განწირული. ბედნიერების მიღწევა ყველას შეუძლია.

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არის რთული მომენტები, არცთუ წარმატებული პერიოდები. ხანდახან უსიამოვნებები ქვასავით აგორდება და უცებ, მოულოდნელად, თითქოს არსაიდან, ბედნიერება მოდის.

უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა სამყაროს კანონებით ცხოვრება. ეს კანონები კი ადამიანებმა უხსოვარი დროიდან იციან. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ბედმა დაგვიწერა, არამედ ისე, როგორც თავად გვსურს.

ვერძი

თუ ვერძის ნიშნით ხართ დაბადებული, წინა ცხოვრებებში, ან თუნდაც ბოლო ცხოვრებაში, დიდი ალბათობით, მარტოხელა ადამიანი იყავით, ასევე, საშინლად ზარმაცი, უპრინციპო და ხარბი. შესაძლოა, ვინმე ახლობელს უღალატეთ.

კურო

კუროს კარმა, პრაქტიკულად, სუფთაა. წარსულ ცხოვრებებში საშინლად არ გიმართლებდათ. ძირითადად, გასცემდით, მაგრამ არ იღებდით. ამიტომ ამ ცხოვრებაში ბევრ თქვენგანს აქვს უზარმაზარი სურვილი, იყოს ცნობილი, მდიდარი, ძალაუფლების მქონე ადამიანი.

ტყუპი

ტყუპები წარსულ ცხოვრებაში ძალზე ძალაუფლების მოყვარენი იყვნენ, რომლებმაც ვერ გაამართლეს მათზე დამოკიდებული ადამიანების იმედი. ასევე, შეიძლება საშინლად ჭორიკნები და მატყუარები იყვნენ.

კირჩხიბი

წარსულ ცხოვრებაში, დიდი ალბათობით, მარტოხელა იყავით. თქვენი კარმა, პრაქტიკულად, გაწმენდილია წინა ცხოვრებაში. შესაძლოა, ასევე იყავით ღარიბი და გქონდათ ძალზე სუსტი ჯანმრთელობა.

ლომი

ლომები კარმული მოვალეები არიან. თქვენ წინა ცხოვრებაში პირფერები იყავით და დახვეწილი მეთოდებით მუდამ ცდილობდით იმის მიღებას, რაც გინდოდათ. მაგრამ სიმდიდრისა და ძალაუფლების მიღების თითქმის ყველა მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.

ქალწული

საკმარისი კარმული ვალი გაქვთ, რადგან წინა ცხოვრებაში, შესაძლოა, ძალზე სასტიკი იყავით. შეგეძლოთ ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენება ადამიანებისთვის.

სასწორი

სასწორები ყველაზე ზარმაცები იყვნენ წინა ცხოვრებაში. არ შეგეძლოთ შეცდომების აღიარება და ყველაფერში სხვების თვალში მხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრების ხერხს ხედავდით.

მორიელი

შესაძლოა, თქვენი სიცოცხლე წინა ცხოვრებაში მალე შეწყდა, ამიტომ თქვენი კარმა თითქმის მთლიანად სუფთაა. იყავით ეგოისტი – ეს ერთადერთი ნაკლია, რისთვისაც, ალბათ ამ ცხოვრებაში მოგიწევთ საზღაურის გაღება.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები წინა ცხოვრებებში ღარიბები, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი და მოკრძალებულები იყვნენ. თქვენ არ გაფასებდნენ, მაგრამ მკაცრად ინარჩუნებდით კარგი ტონის წესებს და უკმაყოფილებას არ გამოთქვამდით. თქვენი კარმა ყველაზე სუფთად შეიძლება ჩაითვალოს.

თხის რქა

თხის რქები, როგორც ჩანს, წინა ცხოვრებაში ძალაუფლების წარმომადგენლები იყვნენ. თქვენ იმედი გაუცრუეთ ძალიან ბევრ ადამიანს. ისინი გენდობოდნენ, მხარს გიჭერდნენ, მაგრამ თქვენ ამაზე თვალი დახუჭეთ და მათ ხარჯზე გამდიდრება გადაწყვიტეთ.

მერწყული

მერწყულები, შეიძლება ითქვას, ნამდვილი ბნელეთის მოციქულები იყავით. ცოცხლობდით სხვების უბედურებების ხარჯზე, მაგრამ, თითქმის ყველაფერი იმავე ცხოვრებაში გამოასწორეთ, ამიტომ ახლა, კარმული თვალსაზრისით, პრაქტიკულად, სუფთა ხართ. ცხოვრობდით განმარტოებით და მორალს პატივს არ სცემდით.

თევზები

თევზები წარსულ ცხოვრებებში სახელგანთქმული ადამიანები იყავით, ყველას უყვარდით, გაღმერთებდნენ. მაგრამ ეს ბევრ რამეში დაუმსახურებლად გერგოთ, რადგან უამრავი ნაკლი გქონდათ, რომლებთან ბრძოლის სურვილიც არ გაგაჩნდათ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რა უნდა მიირთვათ სინგაპურში

რა უნდა მიირთვათ სინგაპურში

27 February, 2025
ვეპინგი უფრო საშიშია, ვიდრე სიგარეტი!

ვეპინგი უფრო საშიშია, ვიდრე სიგარეტი!

თებერვალი 25, 2025
რა ტიპის სინათლე უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში – რჩევები განათების ოპტიმიზაციისთვის

რა ტიპის სინათლე უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში – რჩევები განათების ოპტიმიზაციისთვის

თებერვალი 24, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
იმუნიტეტის გამაძლიერებელი სასმელები – მარტივი და ეფექტური რეცეპტები

იმუნიტეტის გამაძლიერებელი სასმელები – მარტივი და ეფექტური რეცეპტები

თებერვალი 27, 2025
დემი მურის სილამაზის საიდუმლო

დემი მურის სილამაზის საიდუმლო

თებერვალი 27, 2025
მოგზაურობა ვენეციაში — დაუვიწყარი გამოცდილება იტალიის ტრადიციების გულში

მოგზაურობა ვენეციაში — დაუვიწყარი გამოცდილება იტალიის ტრადიციების გულში

25 თებერვალი 2025
კრწანისის ისტორიულ ნაწილში, გრიგოლ ხანძთელის N18-ში მდებარე თბილისურ ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

კრწანისის ისტორიულ ნაწილში, გრიგოლ ხანძთელის N18-ში მდებარე თბილისურ ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

თებერვალი 27, 2025
საქართველოს FMCG ბაზარზე ბრენდული მარკეტების შემოსავლების წილი 2028 წლისთვის 52%-მდე გაიზრდება — Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს FMCG ბაზარზე ბრენდული მარკეტების შემოსავლების წილი 2028 წლისთვის 52%-მდე გაიზრდება — Galt & Taggart-ის პროგნოზი

თებერვალი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი