ისტორია დაიწერა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ურთულეს და ძალიან დაძაბულ მატჩში საბერძნეთის ეროვნული გუნდი დინამო არენაზე დაამარცხეს.
მატჩის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.
ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ვინ იქნებიან საქართველოს მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე?. 27 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ვინ-იქნებიან-საქართველოს/
