სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდივინ არის პირველი ქართველი გოგონა, რომელიც „მის ნიუ-იორკის“ ტიტულისთვის იბრძვის და რა...

ვინ არის პირველი ქართველი გოგონა, რომელიც „მის ნიუ-იორკის“ ტიტულისთვის იბრძვის და რა წარმატებებს მიაღწია მან ამერიკაში

თეონა კბილაშვილი წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც ამერიკაში საქმიანობს. ის ახლა „მის ნიუ-იორკის“ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის, თუმცა აქამდეც, მონდომების, სწავლისა და შრომისმოყვარეობის დამსახურებით, უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია.

– თეონა, „მის ნიუ-იორკის“ ტიტულის მოსაპოვებლად, პირველად იბრძვის ქართველი გოგონა და ეს თქვენ ხართ. როგორ დაიწყო ეს ამბავი, როგორ ჩაერთეთ აღნიშნულ კონკურსში?

– უსაზღვროდ მოხარული ვარ, რომ ჩემი ექსკლუზიური ინტერვიუ თქვენთან შედგა. კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ და მოგახსენებთ, რომ დიახ, მე შევძელი და ვარ პირველი ქართველი მონაწილე კონკურსზე – ,,მის ნიუ-იორკი 2024’’. ამ კონკურსს წინ უძღოდა ჩემი რამდენიმეწლიანი სამოდელო კარიერა. ერთ-ერთ დიზაინერის შოუს, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, ევროპიდან და აზიიდან მოწვეულ დიზაინერებთან ერთად, ესწრებოდა „მის ნიუ-იორკი 2023“, რომელიც პირადად გავიცანი. მან მომცა მოტივაცია, გადამედგა ეს ნაბიჯი. გამაცნო პირობები და მასწავლა გზა კონკურსზე მოსახვედრად. მოგეხსენებათ, ინფორმაციის ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ამერიკაში. ამ გულახდილობისთვის მისი ძალიან მადლიერი ვარ.

– რთული შესარჩევი პერიოდი გაიარეთ?

– არც თუ ისე მარტივი შესარჩევი პერიოდი გავიარე, იგულისხმება რეგისტრაცია, რამდენიმე გასაუბრება და წარდგენა. კონკურსზე ფასდება არა მხოლოდ გარეგნული მონაცემები, არამედ ინტელექტიც. უნდა იყო ყველა მხრივ საინტერესო და კრეატიული აზროვნებაში.

– რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავთ და როგორ აფასებთ გამარჯვების შანსებს?

– საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავს. პირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა კონკურსში. მონაწილეებს, რომლებიც ჟიურის წინაშე მეორედ ან მესამედ წარდგებიან მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე მონაწილეებს, ვინც ამ კონკურსზე პირველად გავდივართ. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მგონია, რომ გამარჯვების შანსი დიდია. ძალ-ღონეს არ ვიშურებ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიო და ვასახელო ჩემი ულამაზესი ქვეყანა, საქართველო!

– სამოდელო საქმიანობა როდის დაიწყეთ?

– სამოდელო კარიერა 2019 წელს დავიწყე. გავიარე უამრავი ქასთინგი საიდანაც რამდენიმე დიზაინერმა ამირჩია. დასაწყისისთვის პატარა შოუებში მონაწილეობას ვთანხმდებოდი. ნელ-ნელა გამიცნო ხალხმა (მოგეხსენებათ, ყველა სფეროს თავისი შიდა წრე ჰყავს) და მეც უფრო ღრმად გავეცანი ყველაფერს. დროთა განმავლობაში დავიხვეწე და მეტი შემოთავაზება მომდიოდა დიზაინერებისგან დიდ, მასშტაბურ შოუებზე წარსადგენად. იმავდროულად, ჩემით დაინტერესდნენ ფოტოგრაფები და უამრავი ფოტოსესია მქონდა. ყველა ფოტოსესიიდან და შოუდან მოტივირებული ვბრუნდებოდი. მეუბნებოდნენ, რომ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი და შევძლებდი მეტი წარმატებისთვის მიმეღწია. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ გადავწყვიტე, გამევლო კოკო როჩას სამოდელო სკოლა – Coco rocha model camp. კოკო როჩას სამოდელო სკოლამ მომცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავი უფრო თავდაჯერებული. ვისწავლე უამრავი ხრიკი, თუ როგორ წარმედგინა თავი და უკეთესად მემუშავა კამერებთან. ვთანამშრომლობ უამრავ დიზაინერთან, მაქვს უამრავი ფეშენ-შოუ და ფოტოსესია.

– რა წარმატებები გქონდათ აქამდე?

– გარდა იმისა, რომ მონაწილეობას ვიღებ უამრავ ფეშენ-შოუში, სულ ახლახან, 23 მაისს, ჩატარდა One story award OSA 2024, სადაც გვირგვინის მფლობელი გავხდი. კონკურსი ჩატარდა ნიუ-იორკში, სადაც ჩამოსული იყვნენ იაპონელი ორგანიზატორები. ახლო მომავალში მივემგზავრები იაპონიაში, როგორც გამარჯვებული და ტიტულის მფლობელი. ჩემი ფოტოები დაიბეჭდა ცნობილ ფრანგულ ჟურნალში Malvie french magazine. ვიმყოფებოდი დუბაი ფეშენ-შოუზე – Dubay luxury fashion week, სადაც წარვადგინე Diana Mahrach couture და გადმომცეს საერთაშორისო მოდელის ჯილდო. მიწვეული ვიყავი ნიუ-იორკის ტელევიზიაში. ჩემი ერთ-ერთი ფეშენ-ვიქის გამოსვლის ვიდეო მანჰეტენის ბილბორდზე განათდა. ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი