ია ფარულავას მამა ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ოთარ ფარულავაა. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს. ოთარსა და მედეას ქალიშვილი, მარინა ფარულავა შეეძინათ. მარინა დედის გზას აგრძელებს – მან კონსერვატორია დაამთავრა და სხვადასხვა დროს თბილისისა და ქუთაისი ოპერისა და ბალეტის თეატრების მომღერალი იყო.
“მე ვამბობდი, რომ კონსერვატორიაში მინდოდა ჩაბარება, სადაც ჩემი უფროსი და უკვე სწავლობდა. მამაჩემის პირველი მეუღლე იყო მედეა ამირანაშვილი და მყავს ერთი და, მარინა ფარულავა. როცა მამა გაშორდა მედეას, შემდეგ მოიყვანა დედაჩემი ცოლად. მეც და დედაჩემიც ვმეგობრობდით მედეასთან. ჩემთვის მეორე დედა იყო, მე და ჩემი ძმა „მედიკო-დედიკოს“ ვეძახდით”, – იხსენებდა ია ფარულავა გოგი გვახარიას საავტორო გადაცემაში „შვილი“.
მასალის გამოყენების პირობები