სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
ადგილზე მყოფი ექიმები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დაუყოვნებლივ გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
Როგორც ცნობილი გახდა სამების საკათედრო ტაძრის კარი დღეს ღამის 2 საათზე ჩაიკეტება. Ხოლო ხვალ უწმინდესსა და უნეტარესს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
Პროცესიას მხოლოდ სამღვდელოება დაესწრება.


